Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
საბითუმო სალარო არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, რომლის დანიშნულებაა საქონლის რეალიზაცია იურიდიულ პირებზე, მათ შორის დიპლომატიურ მისიის წარმომადგენლებზე (დღგ-ის დარიცხვის გარეშე). ფორმიდან შესაძლებელია სასაქონლო ზედნადების (ანგარიშ-ფაქტურის) ატვირთვა შემოსავლების სამსახურის სერვერზე.
იმისათვის, რომ საბითუმო სალარომ გამართულად იმუშაოს, საჭიროა: ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "საბითუმო სალარო":

ფორმას აქვს დროის პერიოდის ასარცევი ელემენტი და კლიენტის (Combo Box) ასარჩევი გრაფა, საიდანაც ხდება ფორმის გაფილტვრა მყიდველების მიხედვით. ფორმაში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მენიუს ზოლში განლაგებული ბრძანებების დახმარებით:
შეკვეთები-არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, მისი დანიშნულებაა ფიზიკური და იურიდიული პირისგან შეკვეთების მიღება და სისტემაში ასახვა, ფორმა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ, როგორც შეკვეთის წარმოების პროცესი (სტატუსების მეშვეობით) და წარმოების დროს გაწეული მომსახურება, ასევე შეკვეთის დასამზადებლად დახარჯული საქონლის რაოდენობა. ფორმა ამარტივებს შეკვეთების მიღებას ისეთი პროდუქციის დამზადებაზე, რომლის წარმოების პროცესიც მოითხოვს გარკვეულ დროს. ფორმის უპირატესობას წარმოადგენს მიღებული შეკვეთის მიხედვით მასალის დანაწევრება (მაგ: საწარმომ შეკვეთა მიიღო კარის დასამზადებლად, რომელიც შედგება ნატურალური ხის კარკასზე გადაკრული მდფ-ის პანელისაგან, შესაბამისად ნედლეული რომელიც გამოიყენება აღნიშნული საქონლის დასამზადებლად შეძენილია განსხვავებული ზომებით, ფორმა საშუალებას გვაძლევთ გამოყენებული და გამოუყენებელი ნედლეული გამიჯნოთ და განსაზღვროთ მასალის თვითღირებულება). საქონელი, რომელის შეძენაც ასახულია... დაწვრილებით 
კატალოგი-არის მოდულის "გაყიდვები" ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემაში რეგისტრირებული საქონლის გამოტანა საქონლის მახასიათებლებით, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებული არის საქონლის კატეგორიების ჩამონათვალი (სისტემური მენიუ => ცნობარები => საქონელი => კატეგორიები), საქონლის კატეგორიების წინ განლაგებულია გაშლის და შეკუმშვის ღილაკები. ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული გადართვის ღილაკები წარმოადგენენ საქონლის (ნედლეულის) ფილტრის საშუალებას:
  • ყველა, მთლიანი, ნაჭერი-წარმოადგენს გადართვის ღილაკებს:
    • "ყველა"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც მიმდინარე თარიღით გააჩნია ბუღალტრული ნაშთი;
    • "მთლიანი"-გადართვის ღილაკი გვაძლევს ინფორმაციას იმ საქონელზე (ნედლეულზე), რომელსაც გააჩნია ბუღალტრული ნაშთი და შეძენის შემდეგ პირვანდელი სახე არ შეუცვლია (დაჭრა, დანაწევრება);... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.