სათაური |
აღწერა |
ფასების დადგენა არის კომბინირებული ღილაკი. მის ზედა ნაწილზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის ფორმა საიდანაც ხდება ფასების დადგენა ცენტრალიზებულად (სათაო ოფისიდან), ხოლო ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით კი ჩამოიშლება ფილიალების ჩამონათვალი და ფასების უწყისი: ფილიალებში ფასების დადგენა ხდება, კომბინირებულ ღილაკზე დაჭერით და სასურველი ფილიალის არჩევით. | |
ფასების ცვლის ისტორია არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების ცვლის ისტორია), რომლის დანიშნულებაა მომხმარებლისათვის საქონლის ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "ფასების ცვლის ისტორია": ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომლის ზედა ნაწილში განთავსებულია მენიუს ზოლი, მენიუსა და უშუალოდ ცხრილს შორის-გრაფები, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ:
| |
ფასების დაგეგმვა არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => ფასების დაგეგმვა), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელს ერთ ფორმაში აჩვენოს დაგეგმილი ფასები თარიღების მიხედვით და მისცეს საშუალება მოხერხებულად მოახდინოს უკვე დაგეგმილი ფასების ცვლილება სხვა ფორმებში (ფასების დადგენა, ფასების დადგენა (ფილიალი)) შესვლის გარეშე. ბრძანების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ფასების დაგეგმვა": ფორმაში გამოდის ჩანართი "გეგმები". ჩანართი წარმოადგენს ცხრილს, ცხრილის ფილტრისათვის გამოიყენეთ თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი. ფორმის მარცხენა ნაწილში ინფორმაცია მოგვეწოდება გეგმის სტატუსის, ნომრის, მომხმარებლის, გეგმის შესრულების და გეგმის შექმნის დროის მიხედვით. ხოლო მარჯვენა ნაწილი განკუთვნილია თითოეული გეგმით განსაზღვრული საქონლის ჩამონათვალისა და დაგეგმილი ფასებისათვის. ცხრილში თავიდან... დაწვრილებით | |
მოწოდების ფასები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => მოწოდების ფასები), იგი წარმოადგენს Pivot table-ს, რომლის დანიშნულებაა მოწოდების მიხედვით ფასების ცვლილების კონტროლი. ფორმა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ოპერატორის შეცდომა შესყიდვის ფასების მხრივ, საქონლის შემოსავალში აყვანის დროს. რადგან წინასწარ ფიქსირდება მოსაწოდებელი საქონლის ფასები და ფასებს შორის განსხვავების შემთხვევაში, პროგრამა არ ასახავს შესყიდვის ოპერაციას, ასევე შეგვიძლია მოწოდების ფასების შედარება პერიოდების მიხედვით ჩანართიდან "ფასების ცვლის ისტორია". ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "მოწოდების ფასები": კომბინირებული სარკმლის (Combo box-ის) მეშვეობით შესაძლებელია მომწოდებლის გაფილტვრა. ფორმას აქვს ორი ჩანართი მოწოდების ფასები და ფასების ცვლის ისტორია. 1. მოწოდების ფასები. ფორმას აქვს... დაწვრილებით | |
გამოცხადებული ფასები არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => გამოცხადებული ფასები), რომლის დანიშნულებაა დროის გარკვეულ შუალეში საწარმომ კლიენტების მიხედვით დაადგინოს სარეალიზაციო საქონელზე გარკვეული ფასის ცვლილება. ფორმაში ფასის ცვლილება შესაძლებელია განვახორციელოთ შეძენილი საქონლის სხვადასხვა მახასიათებლებით (მაგ: რეგისტრაციის დროს საცალო ფასის ან საბითუმო ფასის გრაფაში მითითებული თანხის , შესყიდვის ფასიდან გამომდინარე ფასნამატის გათვალისწინებით და ა.შ.). ფორმაში განლაგებული არის ჩანართები: ჯგუფები, საქონელი და კლიენტები. ბრძანება "გამოცხადებული ფასების" გამოყენების დროს ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 1. ჩანართი საქონელი განკუთვნილია წინასწარ შექმნილ ჯგუფზე საქონლის მისაბმელად, ჩანართში მოქმედებების შესრულება შესაძლებელია როგორც კონტექსტური მენიუს, ასევე ფორმის ზედა ზოლში განთავსებული ბრძანებების დახმარებით. |