სათაური |
აღწერა |
ანალიზური არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => ანგარიშები => ანალიზური). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ანალიზური ანგარიშები". მისი დანიშნულებაა "ანალიზური ანგარიშების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს, ფორმაში აუცილებლობას წარმოადგენს "რაოდენობრივი" ღილაკის ჩართვა იმ შემთხვევაში, თუ ფულად აღრიცხვასთან ერთად საჭირო არის, რაოდენობრივი აღრიცხვაც (მაგ: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები 1600, ძირითადი საშუალებები 2100), "აქტიურ/პასიური" ღილაკი როდესაც ამორთულია გულისხმობს, რომ ანგარიში აქტიურია, ხოლო როდესაც ჩართულია ანგარიში პასიურია. აღნიშნული ღილაკის არამართებულად ჩართვის შემთხვევაში, ბუღალტერიის მოდულის ბალანსის ფორმაში, ანგარიშის აქტიურ/პასიური გრაფა არასწორი ნაშთის გამო წითლად შეიფერება (მაგ: თუ რომელიმე ვალდებულების ანგარიშს არ აქვს ჩართული ღილაკი აქტიურ/პასიური, სისტემა ანგარიშს აღიქვავს... დაწვრილებით | |
ანალიზური არის ცნობარების მენიუს ბრძანება (ცნობარები => ანგარიშები => ანალიზური). ჯგუფის ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ანალიზური ანგარიშები". მისი დანიშნულებაა "ანალიზური ანგარიშების" ცნობარის შექმნა, რომელიც გამოიყენება ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს. ანალიზური (II ვერსია) (I ვერსია)-ისგან განსხვავდება იმით, რომ ანალიზური ანგარიშის დამატების დროს, ერთ ანალიზურ ანგარიშს შეგვიძლია მივუთითოთ რამდენიმე სავალუტო ანგარიში. განახლების ბრძანებით ეკრანზე გამოვა ფორმაში არსებული "ანალიზური ანგარიშების" ჩამონათვალი, რომელიც ცხრილის სახით არის სისტემაში წარმოდგენილი. |