You are here: საწყობის მართვა > პარამეტრები
Apex Warehouse Manager Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
პარამეტრები

პროგრამაში მუშაობის დაწყებამდე ერთჯერადად საჭიროა კავშირის პარამეტრების შევსება. პარამეტრების შესავსებად გამოიყენეთ ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი . შედეგად გამოჩნდება მენიუს შემდეგი გრაფები: 

 

ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემული თვისებების მენიუს ჩამონათვალი ავტორიზაციის გავლის შემდეგ იცვლის სახეს. ზემოთ განხილული მენიუსგან განსხვავებით, ავტორიზაციის გავლის შემდეგ მასში ემატება შემდეგი ბრძანებები: 

  • Offline-ში გასვლა - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია პროგრამასთან მუშაობა ინტერნეტის კავშირის გარეშე. ღილაკზე დაჭერით და მენიუში ხელახლა შესვლით, პირველ სტრიქონზე დაგხვდებათ ბრძანება „Online-ში გასვლა“ (მოცემული ბრძანება ზემოთ განხილული გადასართავი ღილაკის ფუნქციონალის იდენტურია). პროგრამაში როგორც Online, ასევე Offline რეჟიმში მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტების ჩანართში. სხვა ყველა ფუნქციონალი გამოიყენება მხოლოდ Online რეჟიმში (ფასმაჩვენებლები, ინვენტარიზაცია, საქონელი, მარაგები). Offline რეჟიმში შექმნილი დოკუმენტების ატვირთვა Apex ERP-ში შესაძლებელია ინტერნეტის კავშირის აღდგენის და Online რეჟიმში გადასვლისთანავე;
  • ავტომატური დამატება - ბრძანების გამოყენება შესაძლებელია სკანერის მქონე მოწყობილობით მუშაობისას. ავტომატური დამატების ჩართვის შემთხვევაში საქონლის შტრიხკოდზე დანათებისთანავე დაემატება საქონელი სიაში რაოდენობით 1. ავტომატური დამატების ჩართვის შემდეგ მენიუში მის ადგილას განთავსდება ბრძანება „არაავტომატური დამატება“. ამ ბრძანების გამოყენებით საქონლის შტრიხკოდზე დანათების შემდეგ რაოდენობის შეყვანა ხდება ხელით. ავტომატური დამატების გამოყენება შესაძლებელია ინვენტარიზაციის ჩატარებისას, დასაბეჭდი ფასმაჩვენებლების ჯგუფისა და დოკუმენტების შექმნისას online ან offline რეჟიმში;
  • გასვლა - ბრძანების გამოყენებით ხდება პროგრამიდან გასვლა და ავტორიზაციის ფანჯარაში დაბრუნება.
 

Name 
Description 
„თვისებების“ ბრძანება განკუთვნილია პროგრამის კავშირის პარამეტრების მისათითებლად, ფილიალის ID-ს შესავსებად და პროგრამაში მუშაობის სხვადასხვა პრინციპის განსასაზღვრად. ღილაკით სარგებლობისას ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარაში მოცემულია შემდეგი ბრძანებები:
  • სერვისის მისამართი - გრაფა განკუთვნილია სერვისის მისამართის მისათითებლად (გრაფაში იწერება სერვერის დასახელება/სერვისის მისამართი და პორტი ან IP მისამართი და პორტი);
  • მომხმარებელის დამახსოვრება - ალმის ჩართვის შემთხვევაში ავტორიზაციის განმეორებით გავლისას (პროგრამაში განმეორებით შესვლისას) მომხმარებლის გრაფა დაგხვდებათ შევსებული და დაგჭირდებათ მხოლოდ პაროლის შევსება;
  • ფილიალის ID - მოცემულ სტრიქონზე დაჭერით ეკრანზე განთავსდება ფილიალის ID-ს (უნიკალური ნომრის) შესავსები დიალოგური ფანჯარა:

მოცემულ გრაფაში ციფრების შევსების შემდეგ ისარგებლეთ „შენახვის“ ბრძანებით ან გამოიყენეთ ბრძანება „გასვლა“. შენახვის შემთხვევაში მოხდება შევსებული ციფრების დამახსოვრება... more 
სკანერის პარამეტრები განკუთვნილია მოწყობილობისთვის სკანერის პარამეტრების მისათითებლად იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობაში ინტეგრირებულია სკანერი.
სკანერის პარამეტრების გამოძახებისას მოწყობილობაზე ავტომატურად მონიშნული იქნება ძირითადი პარამეტრები. დამატებით შესაძლებელია მოინიშნოს შტრიხკოდების შემდეგი ტიპები: Aztec Code, Codabar, Code 39, Code 128, DataMatrix, EAN-13, GS1-128, ISBT 128, Interleaved 2 of 5, MicroPDF417, PDF417, UPC-A, China Post და სხვ.
იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას არ გააჩნია სკანერის მხარდაჭერა, ეკრანზე განთავსდება შეტყობინება:
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!