You are here: საწყობის მართვა > მენიუ > ინვენტარიზაცია
Apex Warehouse Manager Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია არის მენიუს ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება მოწყობილობის დახმარებით საქონლის ასაღწერად. "Apex ERP"-ში შექმნილი ინვენტარიზაციის დოკუმენტი ავტომატურად განთავსდება მოწყობილობაში Online რეჟიმში მუშაობის დროს, ინვენტარიზაციის ჩამონათვალზე გადასვლის დროს ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

 

თარიღის ასარჩევი ღილაკის გამოყენებით ავტომატურად გამოდის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის ცვლილება, რომელი პერიოდის ინვენტარიზაციის შესრულებაც გვსურს: 

 

თარიღის არჩევის შედეგად მოწყობილობაში ფორმა განახლდება თარიღის მიხედვით და ეკრანზე განთავსდება "Apex ERP"-ის ინვენტარიზაციის დოკუმენტების ჩამონათვალი: 

 

თითოეული ინვენტარიზაცია მოცემულია ცალკე ხაზად, თარიღის ასარჩევი ელემენტით შესაძლებელია სხვა პერიოდის ჩანაწერის გამოტანა ეკრანზე. ინვენტარიზაციის ჩანაწერზე დაჭერით ფორმა გადადის ინვენტარიზაციის ფორმაში შეტანილ საქონელზე, რომლის გენერაციაც ხდება "Apex ERP"-ში: 

 

თავდაპირველად საქონლის რაოდენობაში დაფიქსირებულია ნული, რაოდენობის შეცვლა შესაძლებელია ხელით ან სკანერის საშუალებით, თუ მოწყობილობა მუშაობს ავტომატური დამატების რეჟიმში, მაშინ რამდენჯერაც მოხდება შტრიხკოდზე სკანერის დანათება შესაბამისი რაოდენობა ჩაიწერება საქონლის ხაზზე, ხელით დამატების დროს კი მგრძნობიარე ეკრანზე საქონლის ხაზს თითი გააყოლეთ მარჯვნიდან მარცხნივ: 

  • რედაქტირება-ღილაკი გულისხმობს საქონლის ხაზის რედაქტირებას, ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:
    • აღწერის გრაფაში ვუთითებთ ფაქტიურ რაოდენობას, შენახვის ღილაკის გამოყენებით შესაბამისი რაოდენობა დაფიქსირდება მოწყობილობაში და შესაბამისად "Apex ERP"-ის ინვენტარიზაციის ფორმაში.
  • რედაქტირება დამატებით-ღილაკი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ფაქტიური რაოდენობა უკვე მითითებულია ინვენტარიზაციის ფორმაში და კიდევ შეგხვდათ სადმე იგივე პოზიცია, ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:
    • აღწერის გრაფაში ვუთითებთ ფაქტიურ რაოდენობას, რომელიც ემატება პირვანდელ რაოდენობას და ჯამი აისახება გრაფაში "სულ:". შენახვის ღილაკის გამოყენებით შესაბამისი რაოდენობა დაფიქსირდება მოწყობილობაში და შესაბამისად "Apex ERP"-ის ინვენტარიზაციის ფორმაში.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!