You are here: საწყობის მართვა > მენიუ > დოკუმენტები
Apex Warehouse Manager Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
დოკუმენტები

დოკუმენტები არის მენიუს ჩამონათვალი, რომელიც ძირითადად გამოიყენება Offline რეჟიმში მუშაობისათვის, ფორმიდან შესაძლებელია შევქმნათ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები და Online რეჟიმში გადართვის შემთხვევაში მოვახდინოთ იმპორტი "Apex ERP"-ის ბაზაში. 

მოწყობილობის Offline რეჟიმში მუშაობის დროს დოკუმენტებზე გადასვლის შემთხვევაში ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფორმა: 

  • დამატება-ღილაკის გამოყენებით ხდება ახალი დოკუმენტის შექმნა:
      • დასახელება-გრაფაში ვუთითებთ დოკუმენტის დასახელებას, რომელიც ამარტივებს დოკუმენტის მოძიებას "Apex ERP"-ში;
      • შენახვა-ღილაკით ხდება დოკუმენტის შენახვა მოწყობილობაში;
      • გასვლა-ღილაკით ხდება ფორმის დახურვა შენახვის გარეშე.
  • არსებული დოკუმენტები-ღილაკის გამოყენებით ინფორმაცია გამოდის მოწყობილობაში შექმნილი დოკუმენტების შესახებ, მოწყობილობაში შექმნილ დუკუმენტებს აქვთ შემდეგი სახე:
  • დოკუმენტის ჩანაწერზე დაჭერით ფორმა გადადის დოკუმენტის დეტალებში:
      • პირველ სურათზე ნაჩვენებია დოკუმენტის დეტალები, სადაც საქონელი ჯერ არ არის დამატებული, მეორე სურათზე ნაჩვენებია შტრიხკოდის მონაცემები, რომლის დამატება შესაძლებელია სკანერის საშუალებით ან ხელით, რაოდენობის გრაფაში ვუთითებთ საქონლის რაოდენობას და ვიყენებთ "+" ღილაკს, რომლის მაგალითიც ნაჩვენებია მესამე სურათზე. მოწყობილობა, თუ გადაყვანილი გაქვთ ავტომატური დამატების რეჟიმზე და შტრიხკოდის გვერდით გრაფაში მიუთითებთ რაოდენობას, მაშინ შესაბამისი რაოდენობით მოხდება მომდევნო შტრიხკოდების დამატება დოკუმენტში.
    • დოკუმენტის დასარედაქტირებლად ან წასაშლელად ჩანაწერს თითი გააყოლეთ მარჯვნიდან მარცხნივ:
მოწყობილობის Online რეჟიმში მუშაობის დროს დოკუმენტებზე გადასვლის შემთხვევაში ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფორმა: 

  • ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია იმ მომხმარებლის მიხედვით, რომელი მომხმარებლითაც გაიარეთ ავტორიზაცია და დოკუმენტის დასახელებით. ბაზაში დაიმპორტებული საბუთების შემთხვევაში ფორმას ექნება შემდეგი სახე:
      • ფორმაში განთავსებულია ღილაკი დამატება "+" და "ბაზაში იმპორტი". დამატების ღილაკით ხდება ახალი დოკუმენტის დამატება Offline რეჟიმში განხილული მაგალითის მსგავსად, ხოლო ბაზაში იმპორტი უზრუნველყოფს Offline რეჟიმში დამატებული დოკუმენტის იმპორტს "Apex ERP"-ში, ღილაკის გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
      • ფორმის ზედა ნაწილში განთავსებულია ღილაკი "ყველას შენახვა" უზრუნველყოფს ფორმაში არსებული დოკუმენტების ბაზაში იმპორტს. თითოეული დოკუმენტი მოცემულია ცალკე ხაზად, დოკუმენტის ჩანაწერზე დაჭერით ფორმა გადადის დოკუმენტის დეტალებში სადაც მოცემულია საქონლის ჩამონათვალი და რაოდენობა:
      • ფორმის ზედა ნაწილში განთავსებულია ღილაკი "შენახვა" უზრუნველყოფს იმ დოკუმენტის ბაზაში იმპორტს, რომელი დოკუმენტის დეტალებშიც იმყოფება მომხმარებელი. საქონლის პოზიციების მიხედვით სურათზე ნაჩვენებია რომელი საქონელი არის "Apex ERP"-ის ბაზაში რეგისტრირებული და რომელი ვერ მოიძებნა, აღნიშნულ შემთხვევაში "Apex ERP"-ში მოხდება მხოლოდ იმ საქონლის გადატანა, რომელიც შეესაბამება რეგისტრირებულ საქონელს.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!