You are here: საწყობის მართვა > პარამეტრები
Apex Warehouse Manager Documentation
ContentsIndexHome
Topics
Topics
Name 
Description 
„თვისებების“ ბრძანება განკუთვნილია პროგრამის კავშირის პარამეტრების მისათითებლად, ფილიალის ID-ს შესავსებად და პროგრამაში მუშაობის სხვადასხვა პრინციპის განსასაზღვრად. ღილაკით სარგებლობისას ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარაში მოცემულია შემდეგი ბრძანებები:
  • სერვისის მისამართი - გრაფა განკუთვნილია სერვისის მისამართის მისათითებლად (გრაფაში იწერება სერვერის დასახელება/სერვისის მისამართი და პორტი ან IP მისამართი და პორტი);
  • მომხმარებელის დამახსოვრება - ალმის ჩართვის შემთხვევაში ავტორიზაციის განმეორებით გავლისას (პროგრამაში განმეორებით შესვლისას) მომხმარებლის გრაფა დაგხვდებათ შევსებული და დაგჭირდებათ მხოლოდ პაროლის შევსება;
  • ფილიალის ID - მოცემულ სტრიქონზე დაჭერით ეკრანზე განთავსდება ფილიალის ID-ს (უნიკალური ნომრის) შესავსები დიალოგური ფანჯარა:

მოცემულ გრაფაში ციფრების შევსების შემდეგ ისარგებლეთ „შენახვის“ ბრძანებით ან გამოიყენეთ ბრძანება „გასვლა“. შენახვის შემთხვევაში მოხდება შევსებული ციფრების დამახსოვრება... more 
სკანერის პარამეტრები განკუთვნილია მოწყობილობისთვის სკანერის პარამეტრების მისათითებლად იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობაში ინტეგრირებულია სკანერი.
სკანერის პარამეტრების გამოძახებისას მოწყობილობაზე ავტომატურად მონიშნული იქნება ძირითადი პარამეტრები. დამატებით შესაძლებელია მოინიშნოს შტრიხკოდების შემდეგი ტიპები: Aztec Code, Codabar, Code 39, Code 128, DataMatrix, EAN-13, GS1-128, ISBT 128, Interleaved 2 of 5, MicroPDF417, PDF417, UPC-A, China Post და სხვ.
იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას არ გააჩნია სკანერის მხარდაჭერა, ეკრანზე განთავსდება შეტყობინება:
 
Copyright (c) 2016. All rights reserved.