You are here: საწყობის მართვა > პროგრამაში შესვლა
Apex Warehouse Manager Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
პროგრამაში შესვლა

პროგრამაში შესასვლელად აირჩიეთ -პიქტოგრამა. 

პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ ანდროიდ-მოწყობილობის ეკრანზე განთავსდება ფანჯარა: 

 

ფანჯარაში მოცემულია ავტორიზაციის გავლისთვის საჭირო გრაფები: 

მომხმარებელი - გრაფა განკუთვნილია პროგრამის მომხმარებლის სახელის შესაყვანად (მომხმარებლის დამატება ხდება Apex ERP-ს გამოყენებით

პაროლი - გრაფა განკუთვნილია პროგრამის მომხმარებლის პაროლის შესაყვანად. 

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ შევსებული პროგრამის კავშირის პარამეტრები, მომხმარებლისა და პაროლის შევსების შემდეგ ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა: 

 

ასეთ შემთხვევაში დახურეთ ფანჯარა და შეავსეთ კავშირის პარამეტრები. შევსების დეტალები იხილეთ შემდეგ გრაფაში: „თვისებები“. 

თვისებების შევსებისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ ეკრანზე განთავსდება შემდეგი ფანჯარა: 

 

მარცხენა მხარეს მოცემულია პროგრამის მენიუ, რომლის გამოჩენა/დამალვა შესაძლებელია ეკრანზე თითის გაცურებით მარცხნიდან მარჯვნივ. იმ შემთხვევაში, თუ მენიუ დამალულია, თითის გაცურების გარდა შესაძლებელია დააჭიროთ ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მენიუს ღილაკს: 

 

ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია თვისებების ღილაკი, რომლის შემადგენელი ბრძანებები ავტორიზაციის გავლის შემდეგ იცვლის სახეს. დამატებით იხ. თვისებები.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!