რეზერვები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ "პერსონალი და სია" შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი) (HR => კადრები => პერსონალი და სია=> რეზერვები):
ბრძანების დანიშნულებაა რეზერვების შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი რეზერვის დამატება. ბრძანების ზედა ნახევარზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" (ნახვის რეჟიმი):
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:
ფორმაში შესაძლებელია რეზერვის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მასზე დაჭერით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული კანდიდატის მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაჭერის შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც):
კომბინირებული ღილაკის ისარზე დაჭერის შემდეგ ჩამოიშლება ორი ბრძანება:
ფორმას აქვს ჩანართი "რეზერვები", სადაც მოცემულია რეზერვში მყოფი პირების ჩამონათვალი. კონკრეტულ რეზერვზე დადგომისას ფორმაში გამოდის ამ პიროვნების საანკეტო მონაცემები. ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს მთავარი მენიუსაგან განსხვავებული ერთი ბრძანება: "ინფორმაცია პიროვნებაზე".
ფორმას "რეზერვები" აქვს მენიუს ზოლი, სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:
დადასტურების შემთხვევაში (Yes) ეკრანზე გამოვა ფორმა ცარიელი ველებით, სადაც შეგვაქვს დასამატებელი პიროვნების საანკეტო მონაცემები. დამატებული პიროვნება დაემატება კანდიდატების სიაში;
რეზერვისათვის სტატუსის შეცვლა შესაძლებელია მარტივად-სტატუსის შესაბამის ღილაკზე (ფერადი კვადრატები) დაჭერით*.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
* შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს შემდეგი ორი სტატუსი: "უკვე გახდა თანამშრომელი" და "განთავისუფლებულია სამსახურიდან". ამ ორ სტატუსის მინიჭება არ არის სასურველი, საჭიროა შესაბამისი ბრძანებების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რომელიც "უკვე გახდა თანამშრომელი", თანამდებობაზე დანიშვნის დროს არ გამოჩნდება ასარჩევ სიაში და ვერ მოხერხდება მისი დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე.იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|