ჯგუფის დაჯამების რედაქტირება არის ცხრილში სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება. იგი მენიუში გამოჩნდება, მხოლოდ დაჯგუფების შემდეგ. მისი დახმარებით ხდება ჯგუფის დაჯამების დარედაქტირება ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის დაჯგუფებული სვეტის სათაურის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება „ჯგუფის დაჯამების რედაქტირება“:
პირველ გვერდზე „სვეტები“ განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი „რაოდენობა“ (Count), რომელიც ავტომატურად ჩართულია (თუ სვეტი არ შედის სვეტების დაჯგუფებაში: მაგ, სვეტი "ხელფასი" შედის მეორე სვეტის- "სახელფასო ინფორმაცია" შემადგენლობაში). მისი ჩართვის შემდეგ თითოეულ დაჯგუფებულ სტრიქონზე გამოჩნდება ჩანაწერების რაოდენობის მაჩვენებელი ჩანაწერი (მაგ. Count=1), გამორთვის შემთხვევაში-ჩანაწერი არ გამოჩნდება . ქვემოთ არის სვეტების ჩამონათვალი, რომლებზეც შეიძლება ჩავრთოთ ან გამოვრთოთ მაჯამებელი მონაცემები ღილაკი ჩამრთველების (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო, ჯამი) საშუალებით. მაგალითად, თუ სვეტს „ხელფასი"“ ჩავურთავთ ალამს „ჯამი“, დაჯგუფებაში თითოეულ სტრიქონს მიეწერება მასში გაერთიანებული ყველა ჩანაწერის ჯამი. ამავე დროს ჩამონათვალში ეს ჩანაწერი გამუქდება.
მეორე გვერდზე „თანმიმდევრობა“, შეგვიძლია გადასაადგილებელი ისრების მეშვეობით შევცვალოთ დამაჯამებელი მონაცემების (სვეტების) თანმიმდევრობა:
მეორე გვერდზე გამოჩნდება მხოლოდ იმ სვეტების ჩამონათვალი, რომლებისტვისაც პირველ გვერდზე ჩართული იყო ღილაკი ჩამრთველი (შესაბამისად იყო გამუქებული).
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|