Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ცხრილის თვისებები
სათაური 
აღწერა 
ექსპორტი უზრუნველყოფს მონაცემების გადატანას მომხმარებლისათვის სასურველ ფორმატში. ექსპორტის განსახორციელებლად გამოიყენეთ კონტექსტური მენიუს ბრძანება, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

ფანჯარას აქვს combo box-ი, საიდანაც ხდება სასურველი ფორმატის არჩევა და ღილაკი ჩამრთველები (ალმები):
  1. გავხსნათ ფაილი შენახვის შემდეგ-ალამი ავტომატურად მონიშნულია და თუ დავაჭირთ ღილაკს „ექსპორტი“, მოხდება ეკრანზე არსებული მონაცემების Excel-ში გადატანა, შენახვა და ავტომატურად ფაილის გახსნა;
  2. E-mail-ით გაგზავნა-ალმის ჩართვითა და ღილაკზე „ექსპორტი“ დაჭერით, შეგიძლიათ მონაცემთა შენახვა და გადაგზავნა ფაილის სახით;
  3. ფორმატირების გარეშე-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ დაჭერით მომხმარებელს შეუძლია მონაცემების გადატანა და შენახვა ფორმატირების გარეშე.
ფორმატის არჩევა ხდება ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით:
 
Grid-ში ჩვეულებრივ აქტიურია სტრიქონი. თუ საჭიროა ცალკეული უჯრების, ცხრილის ნაწილის ან მთლიანი ცხრილის გააქტიურება, მაშინ უნდა ჩავრთოთ სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ღილაკი "მულტისელექტი" (ცხრილის თვისებები-დამატებითი-მულტისელექტი). ღილაკის ჩართვის შემდეგ შესაძლებელია ცხრილის ნებისმიერი სეგმენტის გააქტიურება, მონიშვნა და კოპირება (Ctrl+C). უჯრის გააქტიურება შეიძლება მაუსით, ცხრილის ნაწილისა-shift-ისა და ისრიანი კლავიშების კომბინაციით ან Ctrl-ისა და მაუსის ერთდროული გამოყენებით, უჯრების შერჩევით გააქტიურება-Ctrl-ისა და მაუსის ერთდროული გამოყენებით, ხოლო მთლიანი ცხრილისა კი-Ctrl+shift+A კომბინაციით.
 
ცხრილი ზოგადად ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით დაყოფილია უჯრებად. მომხმარებელს შეუძლია ცხრილს მისცეს მისთვის სასურველი ფორმა. ამის საშუალებას იძლევა სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება "ცხრილის ხაზები", რომელსაც აქვს გადართვის ღილაკები:

ღილაკების გადართვა იწვევს ცხრილის ფორმის შეცვლას:
  • ყველა-ცხრილს ჰყოფს უჯრებად;
  • ვერტიკალური-ცხრილში დატოვებს მხოლოდ ვერტიკალურ ხაზებს;
  • ჰორიზონტალური-ღილაკის გადართვით ცხრილში დარჩება მხოლოდ ჰორიზონტალური ხაზები;
  • არცერთი-ფორმა გამოდის ხაზების გარეშე.
 
ცხრილის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს უჯრების გაერთიანება. უჯრების გაერთიანებას მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ სვეტის რამდენიმე უჯრაში ერთიდაიგივე ჩანაწერია. მაგალითად, თარიღის სვეტში ერთიდაიგივე თარიღის რამდენიმე ჩანაწერის შემთხვევაში შესაძლებელია ამ უჯრების გაერთიანება. გაერთიანებულ უჯრაში იქნება მხოლოდ ერთი ჩანაწერი.

უჯრების გაერთიანება ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს შესაბამისი ღილაკის ჩართვით.
 
სტანდარტულ ცხრილში ჩვეულებრივ მონიშნულია სტრიქონი, თუ გვინდა მხოლოდ უჯრის მონიშვნა, მაშინ უნდა ჩართოთ სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ღილაკი "უჯრის მონიშვნა".

თუ ჩართულია ღილაკი "მულტისელექტი", მაშინ მონიშნული უჯრა გამორჩეული იქნება კონტურით (ფერის გარეშე):

ცხრილში სვეტის შიგნით და სტრიქონის გასწვრივ გადასვლა ხდება ისრებიანი კლავიშების საშუალებით. 
ცხრილის სტრიქონები ხასიათდება სხვადასხვა თვისებებით, რომელთა მინიჭება შესაძლებელია სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუდან:
  • სტრიქონების გადანომრვა-ღილაკის ჩართვით გადაინომრება სტრიქონები, გადანომრვა ხდება სტრიქონების მაჩვენებელ პანელზე:
  • ლუწი სტრიქონების გაფერადება-ღილაკის ჩართვა იწვევს ცხრილში ლუწი სტრიქონების გაფერადებას;
  • კენტი სტრიქონების გაფერადება-ღილაკის ჩართვა იწვევს ცხრილში კენტი სტრიქონების გაფერადებას ლუწებისაგან განსხვავებული ფერით;
  • სტრიქონის "auto"სიმაღლე-სტრიქონებს ანიჭებს სტანდარტულ ზომებს ავტომატურად.
 
მომხმარებელს შეუძლია ცხრილში სურვილისამებრ შეცვალოს სვეტების რაოდენობა, მათი განლაგების თანმიმდევრობა, გააფერადოს სტრიქონები და ა. შ. ცხრილს აქვს თვისება, რომ მომხმარებელმა შეინახოს და აღადგინოს მის მიერ შექმნილი განლაგება. ამისათვის გამოიყენება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება "განლაგება", რომელიც წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
  • ლოკალური-გამოიყენება განლაგების მხოლოდ მომხმარებელის კომპიუტერზე შესანახად და აღსადგენად. "ლოკალურს" აქვს ორი ბრძანება:
    • განლაგების შენახვა -მისი დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია ცხრილის შეცვლილი განლაგების შენახვა. ამისათვის უნდა გამოიყენოს ბრძანება, ეკრანზე გამოვა ფანჯარა სადაც მიუთითებთ ფაილის სახელს და შეინახავთ თქვენთვის სასურველ მისამართზე. განლაგების შენახვა ხდება XML-ტიპის ფალის სახით;
    • განლაგების აღდგენა -მისი გამოყენებით მომხმარებელს... დაწვრილებით 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!