მომხმარებელს შეუძლია ცხრილში სურვილისამებრ შეცვალოს სვეტების რაოდენობა, მათი განლაგების თანმიმდევრობა, გააფერადოს სტრიქონები და ა. შ. ცხრილს აქვს თვისება, რომ მომხმარებელმა შეინახოს და აღადგინოს მის მიერ შექმნილი განლაგება. ამისათვის გამოიყენება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება "განლაგება", რომელიც წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს:
- ლოკალური-გამოიყენება განლაგების მხოლოდ მომხმარებელის კომპიუტერზე შესანახად და აღსადგენად. "ლოკალურს" აქვს ორი ბრძანება:
- განლაგების შენახვა -მისი დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია ცხრილის შეცვლილი განლაგების შენახვა. ამისათვის უნდა გამოიყენოს ბრძანება, ეკრანზე გამოვა ფანჯარა სადაც მიუთითებთ ფაილის სახელს და შეინახავთ თქვენთვის სასურველ მისამართზე. განლაგების შენახვა ხდება XML-ტიპის ფალის სახით;
- განლაგების აღდგენა -მისი გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ცხრილის შენახული განლაგების აღდგენა, ეკრანზე გამოვა ფანჯარა სადაც განთავსებულია განლაგების ფაილი. მონიშნეთ შენახული ფაილი და დააჭირეთ "Open"-ღილაკზე ან ორჯერ ფაილზე, შედეგად აღდგება ცხრილის შენახული განლაგება;
- სერვერი-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია განლაგების შენახვა სერვერზე და აღდგენა. ბრძანებას თავის მხრივ აქვს ქვებრძანებები:
- განლაგების შენახვა-მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ცხრილის შეცვლილი განლაგების შენახვა სერვერზე. მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფანჯარა სადაც დასახელების ველში მიუთითებთ ფაილის სახელს (ან დატოვებთ ავტომატურად მინიჭებულს) და შეინახავთ.
ფანჯარას ქვემოთ მარცხენა კუთხისკენ აქვს ღილაკი ჩამრთველი "უპირატესი", რომლის ჩართვითაც განლაგებას ენიჭება უპირატესობა , რაც გამოიხატება იმით, რომ ფორმაში შესვლის შემდეგ გამოვა "უპირატესი" განლაგება. განლაგების რეესტრში იგი იქნება განსხვავებული ფერის (ყვითელი).
მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკი თავის თვისებებით წარმოადგენს გადართვის ღილაკს, გადართვა შესაძლებელია, როგორც მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, ასევე Space-კლავიშის საშუალებით. გადართვით ხდება შემდეგი მნიშვნელობების მინიჭება:
- საერთო-იგი ავტომატურად ჩართულია და უზრუნველყოფს ნებისმიერი მომხმარებლისათვის შესაბამისი განლაგების გამოტანას ფორმაში;
- შეჩერებული-შეჩერებული სტატუსის მქონე განლაგება განლაგების რეესტრში გაფერმკრთალებულია და მისი აღდგენა ფორმაში იქნება შეზღუდული;
- პირადი-განლაგება ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლისათვის, რომელმაც შექმნა იგი.
- არსებული განლაგების მოდიფიკაცია-მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ცხრილის შენახული განლაგების მოდიფიცირება. ამისათვის ჯერ უნდა აღადგინოთ განლაგება და შემდეგ შევიტანოთ ცვლილებები ამ განლაგებაში. ამის შემდეგ დააჭირეთ ბრძანებაზე "არსებული განლაგების მოდიფიკაცია", ეკრანზე გამოვა შეტყობინება: "განლაგება შენახულია!" დადასტურების შემდეგ განლაგების შენახვა მოხდება მოდიფიცირებული (შეცვლილი) სახით.
- განლაგების აღდგენა-თუ მომხმარებელმა რეესტრიდან მონაცვლეობით აღადგინა რამდენიმე განლაგება და შემდეგ აღადგინა სტანდარტული განლაგება, მაშინ ბრძანებაზე "განლაგების აღდგენა" დაჭერით აღდგება რეესტრიდან ბოლოს აღდგენილი განლაგება. ასევე თუ ამ ბოლოს აღდგენილ განლაგებას შევცვლით და არ შევინახავთ ბრძანების გამოყენებით იგი კვლავ აღდგება.
- რეესტრის ნახვა-ბრძანების გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ცხრილის სერვერზე შენახული განლაგების აღდგენა, ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც მოცემულია შენახულ განლაგებათა ჩამონათვალი:
განლაგების აღსადგენად საკმარისია მონიშნოთ სასურველი განლაგება და დააჭიროთ Space-კლავიშს.
ფანჯარას აქვს მენიუს ზოლი ბრძანებებით:
- სტანდარტული განლაგების აღდგენა ხდება განლაგების ჩამონათვალში ბრძანება "სტანდარტულზე" დაწკაპებით.