Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დაჯგუფება
სათაური 
აღწერა 
დაჯგუფების პანელზე ხდება დაჯგუფებული სვეტების განლაგება. დაჯგუფების პანელის გამოჩენა ხდება სვეტის კონტექსტური მენიუს ბრძანებაზე "დაჯგუფების პანელის გაჩენა" დაჭერით ან სათაურის პანელის ღილაკზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან (ან ცხრილის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან) შემდეგი თანმიმდევრობით: ცხრილის თვისებები-დაჯგუფება-დაჯგუფების პანელი. შედეგად სვეტების სათაურების თავზე გაჩნდება შავი ფერის პანელი (ზოლი), რომლის მარცხენა კუთხეში არის ჩანაწერი: "გადმოათრიეთ და დააგდეთ სვეტი დაჯგუფებისათვის". პირველივე სვეტის გადათრევის შემდეგ ჩანაწერი გაქრება. პანელზე შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის სვეტების გადათრევა, რომლებიც ლაგდება იერარქიულად:

დაჯგუფება შესაძლებელია აგრეთვე სვეტის კონტექსტური მენიუს "დაჯგუფება" ბრძანების გამოყენებით. იმისათვის, რომ ცხრილში გამოჩნდეს დაჯგუფებული სვეტები საჭიროა სათაურის პანელის ღილაკზე... დაწვრილებით 
დაჯგუფების პანელზე სვეტების გადათრევის შემდეგ სვეტის კონტექსტურ მენიუში ემატება ბრძანებები: "ჯგუფის გახსნა" და "ჯგუფის შეკუნშვა", ხოლო ცხრილი ავტომატურად შეიკუმშება:

"ჯგუფის გახსნა" ბრძანების გამოყენებით ყველა შეკუმშული ჯგუფები გაიშლება:

გაშლილი ჯგუფების კვლავ შესაკუმშად დააჭირეთ ბრძანებაზე "ჯგუფის შეკუმშვა".
თუ საჭიროა კონკრეტული ჯგუფის გაშლა მაშინ ცხრილში დააჭირეთ -ღილაკზე, ხოლო შესაკუმშად--ღილაკზე. ღილაკების გამოჩენა ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ღილაკის "ღილაკების გამოჩენა" ჩართვით:
 
სვეტების დაჯგუფების შემდეგ სვეტის სათაურზე გამომავალ კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში ბრძანება "დაჯგუფების" ადგილზე გაჩნდება ბრძანება "დაჯგუფების მოხსნა":

მისი გამოყენებით სვეტი გაქრება დაჯგუფების პანელიდან.
თუ გვინდა დაჯგუფების პანელის გასუფთავება ერთდროულად ყველა დაჯგუფებული სვეტისაგან, მაშინ უნდა დადგეთ დაჯგუფების პანელის ზოლზე და დავაჭიროთ კონტექსტური მენიუს ბრძანებას "დაჯგუფების გასუფთავება".
 
ჯგუფის დაჯამების რედაქტირება არის ცხრილში სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება. იგი მენიუში გამოჩნდება, მხოლოდ დაჯგუფების შემდეგ. მისი დახმარებით ხდება ჯგუფის დაჯამების დარედაქტირება ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის დაჯგუფებული სვეტის სათაურის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება „ჯგუფის დაჯამების რედაქტირება“:

პირველ გვერდზე „სვეტები“ განთავსებულია ღილაკი ჩამრთველირაოდენობა“ (Count), რომელიც ავტომატურად ჩართულია (თუ სვეტი არ შედის სვეტების დაჯგუფებაში: მაგ, სვეტი "ხელფასი" შედის მეორე სვეტის- "სახელფასო ინფორმაცია" შემადგენლობაში). მისი ჩართვის შემდეგ თითოეულ დაჯგუფებულ სტრიქონზე გამოჩნდება ჩანაწერების რაოდენობის მაჩვენებელი ჩანაწერი (მაგ. Count=1), გამორთვის შემთხვევაში-ჩანაწერი არ გამოჩნდება . ქვემოთ არის სვეტების ჩამონათვალი, რომლებზეც შეიძლება ჩავრთოთ ან... დაწვრილებით 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!