Name |
Description |
ბარათები - წარმოადგენს Apex Fuel-ის მთავარი მენიუს შემადგენელ ნაწილს. ბარათებში შესვლისას (ბარათებზე მაუსის მარცხენა ღილაკით დაჭერით) თქვენს ეკრანზე გაიხსნება ქვემოთ მოცემული ფანჯარა: ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია ინფორმაცია საწვავის შემსყიდველი კომპანიის მთავარ ბარათზე დარიცხული საწვავის ნაშთების შესახებ. ამ ცხრილს აქვს დასახელება "კომპანიის მთავარი ბარათი". ფანჯრის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია საწვავის შემსყიდველი კომპანიის საკუთრებაში არსებული ბარათების ჩამონათვალი. ამ ცხრილს აქვს სახელი "ბარათები". თუ ორგანიზაციაში ბარათები გაცემულია თანამშრომლებზე, ბარათების ცხრილში გამოჩნდება ინფორმაცია ბარათის მფლობელის, ბარათზე დარიცხული საწვავის ტიპებისა და ნაშთების შესახებ. | |
საწვავის განაწილება - არის მთავარი მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად თანამშრომელთა სხვადასხვა ბარათებზე. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: ფანჯრის ცენტრალურ ნაწილში მოცემულია კომპანიის მთავარ ბარათზე არსებული საწვავის შესახებ ინფორმაცია, ხოლო მარჯვენა მხარეს თანამშრომელთა კონკრეტულ ბარათებზე არსებული საწვავის შესახებ ინფორმაცია. საწვავის განაწილებისთვის კონკრეტული ტიპის საწვავზე დავაჭერთ მაუსის მარცხენა ღილაკით, შედეგად ფანჯრის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება კომპანიის მფლობელობაში არსებული ბარათები, ბარათზე დარიცხული საწვავის ნაშთები, გასავლის რაოდენობა და გასავლის შემდეგ ბარათზე მოსალოდნელი ნაშთი: ფანჯრის მარჯვენა ნაწილში, როგორც სურათზე ჩანს, მოცემულია ყვითელი გრაფა - გასავლის რაოდენობის ჩასაწერი გრაფა. პროგრამაში ყვითელი ფერის გრაფები წარმოადგენს რედაქტირებადს. მოცემულ გრაფაში მაუსის მარცხენა... more | |
გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად. ოპერაცია შესაძლოა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. მენიუს მოცემული ჩანართის არჩევისას ეკრანზე გამოვა ქვემოთ მოცემული ფანჯარა: ფორმის მარცხენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, საიდანაც ხდება საწვავის გადატანა სხვა ბარათზე (გრაფა "ბარათიდან"), ხოლო ფორმის მარჯვენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, რომელზეც გვსურს საწვავის გადატანა. ბარათების არჩევის შედეგად ფორმაში განთავსდება საწვავის ტიპების ჩამონათვალი, ნაშთი გასავლის ბარათზე, გასავლის სვეტი და ნაშთი მიმღების ბარათზე. მაგალითად, როცა ნაშთი აღარ არის კომპანიის მთავარ ბარათზე, ხოლო რომელიმე თანამშრომლის ბარათზე... more | |
ბარათის ამონაწერი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა ""ბარათის ამონაწერი": განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომლის გამოყენებით ხდება იმ ფანჯრის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი; "ამონაწერი ბარათიდან" ფორმაში მოცემულია შემდეგი ფილტრები: ბარათი - გრაფაში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა საანალიზო ბარათი; საწვავი - გრაფაში ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შეგვიძლია ავირჩიოთ საწვავის სასურველი სახეობა; თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით. თარიღის შუალედთან კალენდარის ღილაკზე დაჭერით გამოვა შემდეგი ფანჯარა: სურათზე მოცემული ჩამონათვალიდან სწრაფად შეგვიძლია... more |
Copyright (c) 2015-2016. All rights reserved.
|