Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
რეალიზაცია საბოლოო მომხმარებელზე (მარკეტინგული)

რეალიზაცია საბოლოო მომხმარებელზე (მარკეტინგული) არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება (დისტრიბუცია => ანალიზი => რეალიზაცია საბოლოო მომხმარებელზე (მარკეტინგული)). მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს საქონლის რეალიზაციის შესახებ ანალიზური ინფორმაცია საბოლოო მომხმარებლების მიხედვით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა "რეალიზაცია საბოლოო მომხმარებელზე (მარკეტინგული)" ცხრილის სახით: 

 

ფორმას აქვს თარიღის ელემენტი . ცხრილში მოცემულია თითოეული საქონლის რეალიზაციის მაჩვენებლები: რეალიზებული რაოდენობა, რეალიზაცია დღგ-ს ჩათვლით, ამონაგები და ა.შ. 

ფორმას აქვს შემდეგი გრაფები:

  • მოწოდებელი (Combo box)-ირჩევენ მომწოდებელს, რომ ცხრილი გაფილტრონ მომწოდებლის მიხედვით;
  • კატეგორია (Combo box)-საქონლის კატეგორიის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ ამ კატეგორიის საქონელი;
  • მწარმოებელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ მწარმოებელს;
  • საწყობი (Combo box)-საწყობის არჩევით ცხრილში დარჩება მხოლოდ ამ საწყობიდან რეალიზებული საქონელი;
  • კლიენტი (Combo box)-ირჩევენ კლიენტს და ცხრილი გაიფილტრება კლიენტის მიხედვით;
  • საქონელი (Combo box)-საქონლის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ ამ საქონლის რეალიზაციის მონაცემები;
  • შტრიხკოდი (Combo box)-შტრიხკოდის შეტანა ხდება ხელით ან სკანერით. რამდენიმე შტრიხკოდის შეტანის შემდეგ მათი ამორჩევა შესაძლებელია ჩამოსაშლელი ისრის დახმარებით;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები: ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "დეტალური გაშიფვრა". 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

Pivot table, ცხრილი (Grid), რეალიზაცია მარკეტინგული

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!