რეალიზაცია მარკეტინგული არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება (დისტრიბუცია => ანალიზი => რეალიზაცია მარკეტინგული). მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მიაწოდოს საქონლის რეალიზაციის შესახებ ანალიზური ინფორმაცია.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „რეალიზაცია (მარკეტინგული)“ ცხრილის სახით:
ფორმას აქვს თარიღის ელემენტი . ცხრილში მოცემულია თითოეული საქონლის რეალიზაციის მაჩვენებლები: რეალიზებული რაოდენობა, რეალიზაცია დღგ-ს ჩათვლით, ამონაგები და ა.შ.
ფორმას აქვს შემდეგი გრაფები:
- მოწოდებელი (Combo box)-ირჩევენ მომწოდებელს, რომ ცხრილი გაფილტრონ მომწოდებლის მიხედვით;
- კატეგორია (Combo box)-საქონლის კატეგორიის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ ამ კატეგორიის საქონელი;
- მწარმოებელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ მწარმოებელს;
- საწყობი (Combo box)-საწყობის არჩევით ცხრილში დარჩება მხოლოდ ამ საწყობიდან რეალიზებული საქონელი;
- კლიენტი (Combo box)-ირჩევენ კლიენტს და ცხრილი გაიფილტრება კლიენტის მიხედვით;
- საქონელი (Combo box)-საქონლის არჩევის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ ამ საქონლის რეალიზაციის მონაცემები;
- შტრიხკოდი (Combo box)-შტრიხკოდის შეტანა ხდება ხელით ან სკანერით. რამდენიმე შტრიხკოდის შეტანის შემდეგ მათი ამორჩევა შესაძლებელია ჩამოსაშლელი ისრის დახმარებით;
ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები და ღილაკები:
ცხრილის უჯრებში შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება "
დეტალური გაშიფვრა".
იხილეთ აგრეთვე:
Pivot table, ცხრილი (Grid), დეტალური.