Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კრედიტორები

კრედიტორები არის მოდულის "ბუღალტერია“ მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => კრედიტორები), რომელიც თითოეული საბუთის მიხედვით გვიჩვენებს შესყიდვის თანხას, გადახდილ თანხას და დარჩენილ დავალიანებას. იგი არა მარტო გვაწვდის ინფორმაციას კრედიტორული დავალიანების არსებული ნაშთისა და გადახდილი თანხის შესახებ, არამედ მარტივად შეგვიძლია შევასრულოთ კრედიტორისთვის თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ოპერაცია. კრედიტორული დანალიანების დასაფარი ოპერაციის დაფიქსირების შემდეგ გამოიყენეთ ბრძანება "დაფარვა", გამოსულ ფორმაში ავტომატურად მოცემულია ყველა მონაცემი, მიმდინარე საბუთის მიხედვით. მენიუს ბრძანება "დეტალები“ გვიჩვენებს საბუთის დეტალებს, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შესყიდვის საბუთი, სადაც მოცემულია საბუთთან დაკავშირებული მონაცემები. 

"კრედიტორები" ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "კრედიტორები"

 

ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:

  • ოპერაციის თარიღი-ელემენტს წინ აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალმი), ღილაკის ამორთვის შემთხვევაში, ფორმაში გამოჩნდება კრედიტორული დავალიანება საწარმოს ფუნქციონირების დასაწყისიდან, იმ შემთხვევაში, თუ "გადახდის თარიღის" ალამიც ამორთულია. როდესაც "გადახდის თარიღის" ალამი არაა ამორთული, მაშინ ფორმა გვაწვდის ინფორმაციას კრედიტორების შესახებ, რომელთა დაფარვის ვადა მოქცეულია "ოპერაციის თარიღისა" და "გადახდის თარიღის" არჩეული შუალედების თანაკვეთაში (მოქცეულია დროის იმ მონაკვეთში, რომელი მონაკვეთიც საერთოა ორივე შუალედისათვის);
  • გადახდის თარიღი-ელემენტს წინ აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალმი), ღილაკის ამორთვის შემთხვევაში, ფორმაში გამოჩნდება კრედიტორული დავალიანება საწარმოს ფუნქციონირების დასაწყისიდან, იმ შემთხვევაში, თუ "ოპერაციის თარიღის" ალამიც ამორთულია. როდესაც "გადახდის თარიღის" ალამი არაა ამორთული, მაშინ ფორმა გვაწვდის ინფორმაციას კრედიტორების შესახებ, რომელთა გადახდის თარიღი მოქცეულია "ოპერაციის თარიღისა" და "გადახდის თარიღის" არჩეულ შუალედების თანაკვეთაში (მოქცეულია დროის იმ მონაკვეთში, რომელი მონაკვეთიც საერთოა ორივე შუალედისათვის);
  • ოპერაციის ტიპი (Combo box)–ცხრილს ფილტრავს ოპერაციის ტიპის მიხედვით;
  • მომწოდებელი (Combo box)–ცხრილი იფილტრება მომწოდებლების მიხედვით;
  • საწყობი (Combo box)–ცხრილი იფილტრება საწყობის მიხედვით;
კრედიტორული დავალიანების ცხრილს აქვს დაფარვის სტატუსის სვეტი (grid column state): 

 

დაფარვის სტატუსი შეიძლება იყოს:

  1. დაფარული-სვეტში შეესაბამება მწვანე ფერის კვადრატი;
  2. ვადიანი-სვეტში შეესაბამება ყვითელი ფერის კვადრატი;
  3. ვადაგადაცილებული-სვეტში შეესაბამება წითელი ფერის კვადრატი.
კრედიტორების ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალმები):
  • ლარი-ალამი ჩართულია ფორმის ეკრანზე გამოსვლისას, მისი ამორთვის შემთხვევაში ფორმიდან გაქრება სვეტები: "ძირითადი(ლ)", "გადახდილი(ლ)", "დავალიანება(ლ)";
  • პ.ე.–ღილაკის ჩართვით ცხრილში ჩნდება სამი სვეტი: "ძირითადი (პ)", "გადახდილი (პ)", "დავალიანება (პ)";
  • ვალუტა–ღილაკის ჩართვით ცხრილში ჩნდება სამი სვეტი: "ძირითადი (პ)", "გადახდილი (პ)", "დავალიანება (პ)";
ფორმის მენიუს აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • განახლება;
  • მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
  • დაფარვა-ბრძანების დახმარებით ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა. კრედიტორული დავალიანების დასაფარად ცხრილში დადექით იმ სტრიქონზე, რომელი საბუთის დაფარვაც ხდება და გამოიყენეთ ბრძანება "დაფარვა", ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:
 

რომელსაც აქვს შემდეგი სვეტები:

  1. შიდა №;
  2. გარე №-იწერება სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის ან ინვოისის ნომერი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქონლის შემოსავალში აყვანა;
  3. ოპერაციის თარიღი-კრედიტორული დავალიანების დაფარვის ოპერაციის შესრულების თარიღი;
  4. ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის (კრედიტორული დავალიანების გადახდა (კოდი-601) არჩევა;
  5. დებეტი (Combo box)-ანგარიში თავიდანვე არჩეულია;
  6. კრედიტი (Combo box)-ვირჩევთ კრედიტის ანგარიშს იმის მიხედვით თუ რა ფორმით ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა (ნაღდი ანგარიშსწორებით თუ უნაღდოდ);
  7. კურსი- კურსს აქვს ორი სვეტი (როდესაც კრედიტორული დავალიანება წარმოშობილია იმპორტით): პირობითი ერთეულის და ვალუტის, ორივე სვეტში ავტომატურად გადმოდის სისტემაში ბოლოს შეტანილი კურსი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა სვეტში ჩაწერით;
  8. თანხა-”თანხას” აქვს სამი სვეტი: (ლ), (პ) და (ვ). მაუსის მარცხენა ღილაკის მოხრილ ისარზე დაჭერით ერთ-ერთ სვეტში და ყველა სვეტში ავტომატურად ჩაიწერება კრედიტორული დავალიანების თანხა შესაბამის ვალუტაში, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა იმის მიხედვით, თუ რა თანხა იფარება;
  9. მიმდინარე ნაშთი (დებეტი)-სვეტში ავტომატურად გადმოდის დებეტის ანგარიშის ნაშთი;
  10. მიმდინარე ნაშთი (კრედიტი)-სვეტში ავტომატურად გადმოდის კრედიტის ანგარიშის ნაშთი;
ფანჯრის მენიუს აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
  • დეტალები-ბრძანებით შეასძლებელია კონკრეტული მომწოდებლის მიმართ წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების გაშიფვრა. დადექით ცხრილში იმ მომხმარებელზე, რომლის მიმართ წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების გაშიფვრაც გსურთ, შემდეგ მაუსი დააჭირეთ ბრძანებაზე "დეტალები", ეკრანზე გამოვა კონკრეტული საბუთის რედაქტირების ფანჯარა, სადაც სჩანს კრედიტორული დავალიანების წარმოშობის დეტალები:
  • ისტორია-კრედიტორეული დავილიანების დაფარვის ისტორია;
  • ბეჭდვა;
  • გასვლა.
ფორმაში „კრედიტორები“ მოქმედება შეიძლება შესრულდეს კონტექსტური მენიუს დახმარებითაც.
  1. ლარი-ღილაკი ჩართულია ფორმის ეკრანზე გამოსვლისას, მისი ამორთვის შემთხვევაში ფორმიდან გაქრება სვეტები: რეალიზაცია(ლ), გადახდილი(ლ), დავალიანება(ლ);
  2. პ.ე.-ღილაკის ჩართვით ფორმაში გაჩნდება სვეტები: რეალიზაცია(პ), გადახდილი(პ), დავალიანება(პ).
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid)

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!