დებიტორები არის მოდულის "ბუღალტერია“ მენიუს ბრძანება (ბუღალტერია => დებიტორები), რომელიც თითოეული საბუთის მიხედვით გვიჩვენებს რეალიზაციის თანხას, გადახდილ თანხას და დარჩენილ დავალიანებას. იგი არა მარტო გვაწვდის ინფორმაციას დებიტორული დავალიანების არსებული ნაშთისა და გადახდილი თანხის შესახებ, არამედ მარტივად შეგვიძლია შევასრულოთ დებიტორის მიერ თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ოპერაცია. დებიტორული დანალიანების დასაფარი ოპერაციის დაფიქსირების შემდეგ გამოიყენეთ ბრძანება "დაფარვა", ფორმაში ავტომატურად მოცემულია ყველა მონაცემი, მიმდინარე საბუთის მიხედვით. მენიუს ბრძანება "დეტალები" გვიჩვენებს საბუთის დეტალებს, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება რელიზაციის საბუთი, სადაც მოცემულია საბუთთან დაკავშირებული მონაცემები.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფორმა "დებიტორები“:
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
- ოპერაციის თარიღი-ელემენტს წინ აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალმი), ღილაკის ამორთვის შემთხვევაში, ფორმაში გამოჩნდება დებიტორული დავალიანება საწარმოს ფუნქციონირების დასაწყისიდან, იმ შემთხვევაში, თუ "გადახდის თარიღის" ალამიც ამორთულია. როდესაც "გადახდის თარიღის" ალამი არაა ამორთული, მაშინ ფორმა გვაწვდის ინფორმაციას დებიტორების შესახებ, რომელთა დაფარვის ვადა მოქცეულია "ოპერაციის თარიღისა" და "გადახდის თარიღის" არჩეული შუალედების თანაკვეთაში (მოქცეულია დროის იმ მონაკვეთში, რომელი მონაკვეთიც საერთოა ორივე შუალედისათვის);
- გადახდის თარიღი-ელემენტს წინ აქვს ღილაკი ჩამრთველი (ალმი), ღილაკის ამორთვის შემთხვევაში, ფორმაში გამოჩნდება დებიტორული დავალიანება საწარმოს ფუნქციონირების დასაწყისიდან, იმ შემთხვევაში, თუ "ოპერაციის თარიღის" ალამიც ამორთულია. როდესაც "გადახდის თარიღის" ალამი არაა ამორთული, მაშინ ფორმა გვაწვდის ინფორმაციას დებიტორების შესახებ, რომელთა გადახდის თარიღი მოქცეულია "ოპერაციის თარიღისა" და "გადახდის თარიღის" არჩეულ შუალედების თანაკვეთაში (მოქცეულია დროის იმ მონაკვეთში, რომელი მონაკვეთიც საერთოა ორივე შუალედისათვის);
- ოპერაციის ტიპი (Combo box)–ცხრილს ფილტრავს ოპერაციის ტიპის მიხედვით;
- რეალიზატორი (Combo box)–ცხრილი იფილტრება რეალიზატორების მიხედვით;
- მყიდველი (Combo box)–უზრუნველყოფს ცხრილის გაფილტვრას მყიდველების (მომხმარებლების) მიხედვით;
- საწყობი (Combo box)–ცხრილი იფილტრება საწყობის მიხედვით;
- (Combo box)-ირჩევენ შემსრულებლს;
დებიტორული დავალიანებების ცხრილს აქვს დაფარვის სტატუსის სვეტი (
grid column state).
დაფარვის სტატუსი შეიძლება იყოს:
- დაფარული-სვეტში შეესაბამება მწვანე ფერის კვადრატი;
- ვადიანი-სვეტში შეესაბამება ყვითელი ფერის კვადრატი;
- ვადაგადაცილებული-სვეტში შეესაბამება წითელი ფერის კვადრატი.
ფორმის მენიუს აქვს შემდეგი ბრძანებები:
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
- დაფარვა-ბრძანების დახმარებით ხდება დებიტორული დავალიანების დაფარვა. დებიტორული დავალიანების დასაფარად ცხრილში დადექით იმ სტრიქონზე, რომელი საბუთის დაფარვაც ხდება და გამოიყენეთ ბრძანება "დაფარვა", ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:
ფანჯარაში ივსება შემდეგი სვეტები:
- შიდა №;
- გარე №-იწერება რეალიზაციის დროს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;
- ოპერაციის თარიღი-დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი.
- ოპერაცია (Combo box)-სვეტში ”ოპერაცია” ხდება ოპერაციის (დებიტორული დავალიანების დაფარვა-უნაღდო (კოდი-701) ან დებიტორული დავალიანების გადახდა-ნაღდი (კოდი-702))არჩევა;
- დებეტი (Combo box)-ვირჩევთ დებეტის ანგარიშს იმის მიხედვით თუ რა ფორმით ხდება დებიტორული დავალიანების დაფარვა (ნაღდი ანგარიშსწორებით თუ უნაღდოდ);
- კრედიტი (Combo box)-ფანჯარაში ანგარიში გამოდის ავტომატურად, დასაფარი საბუთის მიხედვით და მისი შეცვლა შეუძლებელია;
- კურსი- კურსი გვიჩვენებს პირობითი ერთეულის კურსს, ველში ავტომატურად გადმოდის სისტემაში ბოლოს შეტანილი კურსი, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა სვეტში ჩაწერით. თუ ცნობილია დავალიანება ლარში და პირობით ერთეულში, მაშინ შესაძლებელია კურსის განსაზღვრა. ამისათვის მაუსი დააჭირეთ ღილაკზე "კურსი", შედეგად კურსის სვეტში კურსის ჩაწერის შესაძლებლობა დაიბლოკება, ხოლო თანხების სვეტში თანხის შეტანით ავტომატურად დაფიქსირდება პირობითი ერთეულის კურსი;
- თანხა (ლ)-ავტომატურად იწერება დებიტორული დავალიანების თანხა ლარში, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა იმის მიხედვით, თუ რა თანხა იფარება. თუ ცნობილია კურსი და დებიტორული დავალიანება პირობით ერთეულში, მაშინ შესაძლებელია დებიტორული დავალიანების განსაზღვრა ლარში. ამისათვის მაუსი დააჭირეთ ღილაკზე "თანხა (ლ)", შედეგად სვეტში თანხის ჩაწერის შესაძლებლობა დაიბლოკება,ხოლო კურსის სვეტში კურსის შეტანითა და სვეტში "თანხა (პ)" თანხის ჩაწერის შემდეგ სვეტში "თანხა (ლ)" დაფიქსირდება დებიტორული დავალიანება ლარში;
- თანხა (პ)-იწერება დებიტორული დავალიანების თანხა პირობით ერთეულში, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა იმის მიხედვით, თუ რა თანხა იფარება. თუ ცნობილია კურსი და დებიტორული დავალიანება ლარში, მაშინ შესაძლებელია დებიტორული დავალიანების განსაზღვრა პირობით ერთეულში. ამისათვის მაუსის მარცხენა ღილაკი დააჭირეთ ღილაკზე "თანხა (პ)", შედეგად სვეტში თანხის ჩაწერის შესაძლებლობა დაიბლოკება,ხოლო კურსის სვეტში კურსის შეტანითა და სვეტში ”თანხა (ლ)" თანხის ჩაწერის შემდეგ სვეტში "თანხა (პ)" დაფიქსირდება დებიტორული დავალიანება პირობით ერთეულში;
- მიმდინარე ნაშთი (დებეტი)-ავტომატურად გადმოდის დებეტის ანგარიშის ნაშთი;
- მიმდინარე ნაშთი (კრედიტი)-ავტომატურად გადმოდის კრედიტის ანგარიშის ნაშთი;
ფანჯრის მენიუს აქვს სტანდარტული ბრძანებები:
შენახვა და
გასვლა.
- დეტალები-ბრძანებით შეასძლებელია კონკრეტული მომხმარებლისაგან წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების გაშიფვრა. დადექით ცხრილში იმ მომხმარებელზე, რომლის მიმართ წარმოშობილი დებიტორული დავალიანების გაშიფვრაც გსურთ, შემდეგ მაუსი დააჭირეთ ბრძანებაზე "დეტალები", ეკრანზე გამოვა კონკრეტული საბუთის რედაქტირების ფანჯარა, სადაც სჩანს დებიტორული დავალიანების წარმოშობის დეტალები:
- ისტორია-დებიტორული დავალიანების დაფარვის ისტორია;
- ბეჭდვა;
- გასვლა.
დებიტორების ფორმის მენიუს აქვს ორი
ღილაკი-ჩამრთველი (ალამი):
- ლარი-ღილაკი ჩართულია ფორმის ეკრანზე გამოსვლისას, მისი ამორთვის შემთხვევაში ფორმიდან გაქრება სვეტები: რეალიზაცია(ლ), გადახდილი(ლ), დავალიანება(ლ);
- პ.ე.-ღილაკის ჩართვით ფორმაში გაჩნდება სვეტები: რეალიზაცია(პ), გადახდილი(პ), დავალიანება(პ).
ფორმაში „
დებიტორები“ მოქმედება შეიძლება შესრულდეს
კონტექსტური მენიუს დახმარებითაც.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid).