Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
მენეჯერი არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლებისაგან შეკვეთების მიღება, საქონლის შეგროვება და რეალიზაციის შემდეგ მათი ბუღალტერიაში ასახვა.
ბრძანების გამოყენების შდეგად, ეკრანზე გამოვა ფანჯარა "შეკვეთები (მენეჯერი)":

ფანჯარას "შეკვეთები (მენეჯერი)" (ძირითად ფანჯარა) აქვს ორი ჩანართი: დეტალები და რეზერვების გაშიფვრა. მათი ეკრანზე მოწყობა შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ.
  • დეტალები-გვიჩვენებს შეკვეთაში შემავალი საქონლის ჩამონათვალს და სხვა საჭირო ინფორმაციას;
  • რეზერვების გაშიფვრა-გვიჩვენებს სხვა შეკვეთებისათვის შეგროვებულ საქონელს, რაც მოიაზრება, როგორც დარეზერვებული. თუ დადგებით ფანჯარაში "შეკვეთები (მენეჯერი)" რომელიმე შეკვეთაზე, მაშინ ჩანართში "რეზერვის გაშიფვრა" გამოჩნდება იმ შეკვეთების ჩამონათვალი და მათი დეტალური გაშიფვრა, რომელი შეკვეთებიც გაკეთებულია ჩანართში "დეტალები" მონიშნულ საქონელზე.
ძირითად ფანჯარას აქვს: შეკვეთის... დაწვრილებით 
საწყობი არის მოდულის "დისტრიბუცია" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებლებისაგან მიღებული შეკვეთების შესრულებისათვის თანმიმდევრული ეტაპების გავლის უზრუნველყოფა და მისი სისტემაში ასახვა.
"საწყობი" ბრძანების გამოყენებით , ეკრანზე გამოვა ფორმა "შეკვეთები (საწყობი)":

ფორმას აქვს ჩანართი: დეტალები, მისი ეკრანზე მოწყობა შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. ჩანართი "დეტალები" გვიჩვენებს შეკვეთაში შემავალი საქონლის ჩამონათვალს და სხვა საჭირო ინფორმაციას;
ფორმის გაფილტვრა შესაძლებელია შემდეგი ელემენტებით:
შეკვეთის თარიღი;
გაშვების თარიღი;
საწყობის (Combo box)-გრაფაში ირჩევენ იმ საწყობს, რომელ საწყობშიც ხდება შეკვეთაში შემავალი საქონლის შეგროვება;
ფორმის მენიუ შედგება ბრძანებებისაგან:

შეკვეთების სტატუსები და მათი მნიშვნელობა

დისტრიბუციის მოდულში არსებული შეკვეთების აისახება "შეკვეთები (მენეჯერი)" და "შეკვეთები (საწყობი)", მათთვის მინიჭებული სტატუსების შესაბამისად, მათი კონტროლი შესაძლებელია ორივე ფორმაში.

  • დადასტურებული-სტატუსი ავტომატურად ენიჭება შეკვეთას შენახვის შედეგად, აღნიშნული სტატუსით შეკვეთა ჩანს მხოლოდ "შეკვეთები (მენეჯერი)" ფორმაში;
  • გაუქმებული-სტატუსის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც შეკვეთა უქმდება, გაუქმების შედეგად შეკვეთა გამოჩნდება მხოლოდ ფორმაში "შეკვეთები (მენეჯერი)", გაუქმებულის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია ორივე ფორმიდან, ვინაიდან ორივე ფორმა დამოკიდებულია შეკვეთებზე;
  • შესაგროვებელი-სტატუსის მითითება შესაძლებელია ფორმიდან "შეკვეთები (მენეჯერი)" ავტორიზაციის ბრძანების გამოყენებით, ან შესაგროვებელი სტატუსის მინიჭებით, მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება შეკვეთა ფორმაში "შეკვეთები (საწყობი)... დაწვრილებით 
Copyright (c) 2016. All rights reserved.