1024-საქონლის შემოსავალი (შიდა)-წარმოადგენს ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1024. ფორმა გამოიყენება შიდა ბაზარზე შესყიდული საქონლის შემოსავალში ასაყვანად(დოკუმენტი- 0021 შემოსავლის ზედდებული (სკანერი)). ასრულებს ორ ბუღალტრულ გატარებას:
- საქონლის შემოსავალში აყვანა;
- გადახდილი დღგ-ს გატარება.
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) 1-ლი გატარების დებეტის ანგარიშის გრაფაშიმიეთითება საქონლის (საწყობი)საბალანსო ანგარიშის ნომერი (1610) და კრედიტის ანგარიშის გრაფაში კი მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110), ამიტომ საქონლის შიდა ბაზარზე შეძენის ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დებეტში მხოლოდ საწყობები, ხოლო კრედიტში-მხოლოდ მომწოდებლები. მეორე გატარების შაბლონში ჩაწერილია გადახდილი დღგ-ს (რომელზეც ჩათვლა არ განხორციელებულა) ანალიზური ანგარიში (3340000100), ხოლო კრედიტში მომწოდებლის საბალანსო ანგარიშის ნომერი (3110).
საქონლის შემოსავლის ფორმას აქვს შემდეგი სახე:
თავდაპირველად ივსება ფორმის „დეტალების“ გრაფები:
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი არჩეულია თავიდანვე;
- ვალუტა (Combo box)-ვალუტა (GEL) არჩეულია თავიდანვე, თუმცა შეიძლება მისი პირიბითი ვალუტით შეცვლა;
- ოპერაციის თარიღი-ოპერაციის შესრულების თარიღი;
- გადახდის თარიღი-მომწოდებლისათვის თანხის გადახდის თარიღი;
- კურსი-კურსს აქვს პირობითი ერთეულის კურსის შესატანი გრაფა, ავტომატურად ივსება სისტემაში დაფიქსირებული მიმდინარე კურსის მიხედვით კურსების შეცვლა შესაძლებელია ხელით ჩაწერითაც;
- საბუთის №-შეტანა შესაძლებელია ხელით;
- ა/ფ №-იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;
- ზედ. №-სასაქონლო ზედნადების ნომერი;
- საწყობი (Combo box)-ვირჩევთ იმ საწყობს, სადაც ხდება შეძენილი საქონლის შემოსავალში აყვანა;
- მომწოდებელი (Combo box)-ვირჩევთ მომწოდებელს, რომლისაგანაც განხორციელდა საქონლის შეძენა.
ფორმას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალამი):
- პროექტი-ღილაკის ჩართვით უზრუნველყოფილია ოპერაციის პროექტის სახით შენახვა. საქონელი, რომლის შემოსავალში მიღება შენახულია პროექტის სახით, არ გამოჩნდება საქონლის ნაშთებში და შეუძლებელი იქნები მისი რეალიზაცია;
- საბუთის ავტომატური ბეჭდვა-ღილაკის ჩართვით ავტომატურად მოხდება საბუთის ამობეჭდვა.
მენიუს ზოლში არის გადართვის ღილაკები:
- ლარი-ღილაკს ჩართავენ მაშინ თუ საქონლის შემოსავალში მიღება ხდება ეროვნულ ვალუტაში;
- პირობითი-ღილაკს ჩართავენ მაშინ თუ საქონლის შემოსავალში მიღება ფიქსირდება პირობით ერთეულში, თუმცა დასაბეჭდ დოკუმენტებში ღირებულებები აისახება ლარში;
ფანჯარას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია მოხსნა;
- დამატება;
- წაშლა;
- სერვისი (ჩამონათვალის ღილაკი):
- შენახვა-ბრძანება უზრუნველყოფს, საბუთში შეტანილი ინფორმაციის შენახვას Xml-ფორმატის ფაილში;
- ამოკითხვა-ბრძანება უზრუნველყოფს, Xml-ფორმატის ფაილში შენახული ინფორმაციის ამოკითხვას;
- გადაანგარიშება-ბრძანებით ხდება საბუთში დაფიქსირებული კურსის ცვლილების მიხედვით გადაანგარიშება;
- იმპორტი:
- იმპორტი მოწყობილობიდან-სპეციალური მოწყობილობიდან (ე.წ TSD) ხდება იმპორტი ოპერაციაში;
- იმპორტი მონაცემთა ბაზიდან-სპეციალური მოწყობლობიდან (ე.წ TSD) ფაილის სახით ხდება ინფორმაციის შენახვა ბაზაში და მომდევნო ეტაპზე იმპორტდება საბუთში.
- შედარება-ბრძანებით ხდება ოპერაციაში საქონლის ჩაყრა და შედარება (მონაცემების გაცვლა);
- შეკვეთაზე მიბმა-ბრძანება უზრუნველყოფს ლოჯისტიკის მოდულში შეკვეთაზე მიბმას, ბრძანების გამოყენებით შეკვეთას მიენიჭება სტატუსი "ბუღალტერიაში ასახული";
- იმპორტი-ბრძანება უზრუნველყოფს ოპერაციაში საქონლის დამატება განვახორციელოთ სისტემაში წინასწარ შექმნილი Microsoft Excel-ის ფაილის დახმარებით. იმპორტის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "იმპორტი ექსელიდან":
- ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:
- ფაილის არჩევა-ბრძანებით ხდება Microsoft Excel-ის ფაილის მოძიება კომპიუტერში, არჩევის შედეგად ფაილში მითითებული საქონელი დაიმპორტდება ფანჯრის ზედა ნაწილში;
- შემოწმება-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც Microsoft Excel-ის ფაილის არჩევა განხორციელდება, იგი უზრუნველყოფს შაბლონში მითითებული ინფორმაციია შემოწმებას. ბრძანების გამოყენების შედეგად, თუ რომელიმე ჩანაწერი არ შეესაბამება სისტემაში რეგისტრირებულ საქონელს განთავსდება ჩანართში "დაწუნებული შტრიხკოდები";
- შენახვა-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც მოხდება იმპორტირებული ფაილის შემოწმება;
- შაბლონი-ბრძანება უზრუნველყოფს Microsoft Excel-ის ფაილის გადმოწერას თქვენს კომპიუტერში, შაბლონში პირველ ხაზზე მოცემულია საქონლის შესავდები გრაფების დასახელებები;
- გასვლა.
- საქონლის მითვლა-ბრძანება უზრუნველყოფს შემოსავალში აყვანილი საქონლის კონტროლს, ანუ რამდენად სწორად არის საბუთით მიღებული საქონელი და ფაქტიური რაოდენობა, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:
- ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები და ჩამრთველი ღილაკები:
- რედაქტირება;
- დამატება სკანერით (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს სკანერით საქონლის დათვლას და შეტანას გრაფაში "დათვლილი რაოდენობა";
- ცხრილში რედაქტირება (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს საქონლის დათვლილი რაოდენობის ხელით შეტანას გრაფაში "დათვლილი რაოდენობა";
- ფილტრის ავტოფოკუსი (ღილაკი-ჩამრთველი)-ღილაკი ჩამრთველი უზრუნველყოფს ფილტრის ავტოფოკუსს, რაც გულისხმობს ავტომატურ რეჟიმში ფილტრის ხაზზე დაბრუნებას და ფილტრის გრაფაში შეტანილი ინფორმაციის მარტივად მონიშვნას.
- გასვლა.
ფორმაში ასევე მოქმედებს კონტექსტური მენიუ.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
1024 ფორმა ჩაბმულია შემდეგ ოპერაციებზე:
- საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე;
- საქონლის შემოსავალი ინვენტარიზაციის შედეგად;
- ჩამოფასებული საქონლის შემოსავალში აყვანა (AUTO);
- საქონლის თვითღირებულების კორექტირება (შემოსავალი);
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), საქონლის შეძენა შიდა ბაზარზე.