You are here: დისტრიბუცია > მენიუ > ვიზიტები
Apex Distribution Agent
ContentsIndexHome
Topics
Topics
Name 
Description 

ჩამონათვალიდან შეკვეთის არჩევით ხდება წინასწარი შეკვეთის დამატება, ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა იმ საქონლის სია, რომელზეც აქვს უფლება სისატემაში შესულ მომხმარებელს.

ჩამონათვალში საქონლის ძებნა შეგიძლიათ შტრიხკოდით ან დასახელებით, ამისთვის დააჭირეთ ძებნის ღილაკს და ჩაწერეთ სასურველი სიმბოლოები. ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ აგრეთვე გამოყენოთ კატეგორიისა და მწარმოებლის ფილტრები , საიდანაც შესაძლებელია მხოლოდ იმ კატეგორიის, ან მწარმოებლის არჩევა, რომელზე უფლებაც აქვს სისტემაში შესულ მომხმარებელს.
საქონლის სიაში, დასახელებებთან ერთად ჩანს საქონლის ფასები და ნაშთების რაოდენობები იმ საწყობში, რომელზე უფლებაც აქვს სისტემაში შესულ მომხმარებელს. სასურველი პროდუქტის ასარჩევად დააჭირეთ ჩანაწერს, შედეგად ეკრანზე გამოვა რაოდენობის შესაყვანი ფანჯარა.

ჩაწერეთ შეკვეთის რაოდენობა. +, -, ++ და -- ღილაკებით შეგიძლიათ შეკვეთის რაოდენობის... more 

გაყიდვა გულისხმობს საქონლის რეალიზაციას დატვირთული ბორტიდან. ვიზიტში გაყიდვის არჩევის საშუალება აქვს მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ბორტიდან გაყიდვის უფლება. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა ბორტზე დატვირთული საქონლის სია.

ჩამონათვალში საქონლის ძებნა შეგიძლიათ შტრიხკოდით ან დასახელებით, ამისთვის დააჭირეთ ძებნის ღილაკს და ჩაწერეთ სასურველი სიმბოლოები. ძებნის გამარტივებისთვის შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ კატეგორიისა და მწარმოებლის ფილტრები , საიდანაც შესაძლებელია მხოლოდ იმ კატეგორიის, ან მწარმოებლის არჩევა, რომელზე უფლებაც აქვს სისტემაში შესულ მომხმარებელს და რომლის ნაშთიც არის მომხმრებლის საწყობში.
საქონლის სიაში, დასახელებებთან ერთად ჩანს საქონლის ფასები და ბორტის ნაშთის რაოდენობები. სასურველი პროდუქტის გაყიდვის საბუთში დასამატებლად დააჭირეთ ჩანაწერს, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა ჩაწეროთ გაყიდვის რაოდენობა.

ამავე... more 

ვიზიტში გადახდის ღილაკი გამოუჩნდებათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ გადახდის ოპერაციის განხორციელების უფლება. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა თანხის ჩასაწერი ფანჯარა.

გადახდის დაფიქსირებისთვის შეიყვანეთ კლიენტისგან მიღებული თანხის ოდენობა და დააჭირეთ ღილაკს _ „გადახდა“. შედეგად გადახდა ჩაემატება ვიზიტის დეტალების სიაში.

თუ გსურთ ვიზიტიდან გადახდის წაშლა დააჭიერთ გადახდის ხაზს დიდხანს, ფორმის ზედა მხარეს გამოსულ მენიუში დააჭირეთ ღილაკს და შემდეგ წაშლას. 

დაბრუნება გულისხმობს რეალიზებული პროდუქციის უკან დაბრუნებას. ვიზიტში პლიუს ღილაკზე დაჭერისას „დაბრუნება“ გამოუჩნდება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელსაც აქვს დაბრუნების უფლება. დასაბრუნებელი საქონლის არჩევა შესაძლებელია ორი სხვადასხვა პრინციპით: მომხმარებელს დასაბრუნებელ სიაში შეიძლება გამოუჩნდეს რეალიზაციის საბუთები, ან რეალიზებული საქონელი.
პირველ შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს საბუთს, რომლიდანაც უნდა დაიბრუნოს საქონელი და შემდეგ ირჩევს კონკრეტულ საქონელს.


მეორე შემთხვევაში მომხმარებელს უჩანს პირდაპირ რეალიზებული საქონლის სია, საიდანაც ირჩევს დასაბრუნებელ საქონელს.
 

დაბრუნების სიის მართვა ხორციელდება პროგრამის თვისებებიდან (მენიუ -> თვისებები -> დაბრუნება რამდენიმე საბუთიდან).

დაბრუნების სიაში გამოდის ბოლო ერთი კვირის რეალიზაციის საბუთები/საქონელი. პერიოდის შესაცვლელად გამოიყენეთ კალენდრის ღილაკი და აირჩიეთ დაბრუნების სასურველი პერიოდი. სასაქონლო სიაში ძებნისთვის გამოიყენეთ ძებნის ღილაკი .... more 

ვიზიტში დაბრუნების წამოღების ოპერაციის დამატება შეუძლია იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი და აქვს საქონლის დაბრუნების უფლება. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა დაბრუნების საბუთების სია:

პერიოდის შესაცვლელად დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი პერიოდი. დაბრუნების წამოღების დასადასტურებლად მონიშნეთ თითოეული საბუთის მარცხენა მხარეს არსებული კვადრატი და დააჭირეთ ზედა მენიუში დადასტურების ღილაკს _ . დაბრუნების საბუთები დაემატება ვიზიტის დეტალებს. დაბრუნების საბუთის დეტალების სანახავად დააჭირეთ სასურველ დაბრუნებას.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ წამოღების გაუქმება, ვიზიტის დეტალების სიაში დააჭირეთ შესაბამის დაბრუნებას დიდხანს, ზედა მენიუში დააჭირეთ ღილაკს _ და აირჩიეთ წაშლა. შედეგად დაბრუნების წამოღების დეტალი წაიშლება ვიზიტიდან. დაბრუნების წამოღებისთვის საჭიროა უკან დაბრუნების ზედნადების ატვირთვა. ამისთვის დაბრუნების საბუთს დააჭირეთ... more 

ვიზიტში მიტანის დადასტურების ღილაკი უჩანს იმ მომხმარებელს, რომელიც არის მიმტანი. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა იმ შეკვეთების სია, რომელიც დამატებულია არჩეულ კლიენტზე და რომლის მიმტანიც არის პროგრამაში შესული მომხმარებელი. შეკვეთების სია გამოდის მიტანის თარიღის მიხედვით. პერიოდის შესაცვლელად დააჭირეთ კალენდრის ღილაკს და მიუთითეთ სასურველი პერიოდი.

მიტანის დასადასტურებლად მონიშნეთ თითოეული საბუთის მარცხენა მხარეს არსებული კვადრატი და დააჭირეთ ზედა მენიუში დადასტურების ღილაკს _ .შეკვეთის მიტანის საბუთები დაემატება ვიზიტის დეტალებს.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ვიზიტში დამატებული მიტანის დადასტურების წაშლა, დააჭირეთ დიდხანს შეკვეთას, შეგიძლიათ ამ გზით მონიშნოთ რამდენიმე შეკვეთა, შემდეგ ზედა მენიუში ღილაკით აირჩიეთ წაშლა. შედეგად მონიშნული ჩანაწერები წაიშლება ვიზიტიდან. ვიზიტის დასრულების შემდეგ შეკვეთას მიენიჭება მიტანილის... more 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2018. All rights reserved.