"მომხმარებლები"-წარმოადგენს მენიუს ბრძანებას (მენიუ=>მომხმარებლები), მისი დანიშნულებაა მომსახურე პერსონალის ცნობარის შექმნა, რომელიც წარმოდეგნილია ცხრილის სახით. აღნიშნული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა:
ცხრილში მოცემულია ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ. ინფორმაცია წარმოდგენილია მომხმარებლის, სხელის, გვარის, ბარათის ნომრის, ფილიალის ნომრის და მაქსიმალური ფასდაკლების მიხედვით. ცხრილის მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული ბრძანებებით შესაძლებელია როლისთვის უფლების მიბმა, მომხმრებლისთვის როლის მინიჭება, მომხმარებლის რედაქტირება, მომხმარებლის დამატება, მომხმარებლის წაშლა.
"ManageRoles"-ბრძანებაის გამოყენების შემდეგ გამოდის ფანჯარა "ManageRoles":
ManageRoles ფანჯრიდან ხდება კონკრეტულ როლზე უფლების მინიჭება.მარჯვენა სვეტში გამოდის ინფორმაცია როლების დასახელების მიხედვით, ყველა როლისთვის მარცხენა სვეტში უფლებების ჩამონათვალი იდენტურია. ჩამრთველი ღილაკის საშუალებით ხდება როლზე უფლების მიბმა.
ფანჯარაში განთავსებულ როლებს შემდეგი დატვირთვა გააჩნიათ:
(მაგ: მიმტანის და ადმინისტრატორის უფლებები, განსხვავებული იქნება. მათი უფლებების უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ ორივე შემთხვევა: ადმინისტრატორს წვდომა ექნება სისტემაში არსებულ ყველა უფლებაზე, მათ შორის მომხმარებლებზე უფლების მინიჭების, მომხმარებლის მონაცემების რედაქტირების და ა.შ. მიმტანის უფლებები კი შეგვიძლია შევზღუდოთ სურვილისამებრ. მიმტანს შეგვიძლია წვდომა მივცეთ შეკვეთის მიღების, შეკვეთაში ცვლილების განხორციელების, შეკვეთის გაუქმების, შეკვეთის ქვეჩეკად დაყოფის და ა.შ. ან წვდომა ავუკრძალოთ შეკვეთაში ფასების შეცვლის, ფასდაკლების და ა.შ. )
ManageRoles-ზე მიბმული უფლებების გასააქტიურებლად აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ცვლილებებს.
"როლი"-ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "როლი":
ფანჯარაში როლის დამატება და წაშლა შეუძლებელია. პროგრამაში როლები წარმოდგენილია დირექტორის, მოლარის, ადმინისტრატორის, მენეჯერის და მიმტანის ფუნქციების მიხედვით. მომხმარებლის დარეგისტრირების შემდეგ, ხდება მისთვის როლის მინიჭება. ფანჯრის საშუალებით შესაძლებელია, მომხმარებელს შევურჩიოთ მისთვის განკუთვნილი როლი. როლის მისაბმელად აუცილებელია კონკრეტული მომხმარებლის სტრიქონის დაფიქსირება (ვისთვისაც ხდება როლის განსაზღვრა) და ჩამრთველი ღილაკის საშუალებით როლის მიბმა, შესაძლებელია ერთ მომხმარებელს მინიჭებული ჰქონდეს ერთზე მეტი როლი, შესაბამისად მომხმარებელს ექნება წვდომა აღნიშნული როლის ქვეშ შემავალ უფლებებზე.
როლის მისანიჭებლად აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ცვლილებებს.
"დამატება"-ბრძანების დანიშნულებაა მომხმარებლების ცნობარში ახალი მომხმარებლის დამატება, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დამატება":
რედაქტირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ გამოდის დიალოგური ფანჯარა "რედაქტირება":
რედაქტირების ბრძანებით შესაძლებელია დავარედაქტიროთ ნებისმიერი სვეტი, რომელიც მომხმარებლის დამატების დროს ეთითება გარდა პაროლისათვის განკუთვნილი სვეტის. პაროლის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მენიუში განთავსებული პაროლის შეცვლის ბრძანებით.
მომხმარებლის რედაქტირების დროს ფანჯარაში შეტანილი ცვლილებები დასაფიქსირებლად აუცილებელია "OK" ან "Enter" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს რედაქტირების ბრძანებას.
წაშლა-არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, მენიუში მისი დანიშნულებაა ცნობარიდან მომხმარებლის წაშლა. ცხრილში ვაფიქსირებთ წასაშლელ მომხმარებელს და ვაწკაპებთ ბრძანებაზე, აღნიშნული ქმედებების თანმიმდევრული შესრულების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
*შენიშვნა-პროგრამა არ გვაძლევს მომხმარებლის წაშლის საშუალებას თუ წაშლის დროს მომხმარებელი იმყოფება სისტემაში, ასეთ შემთხვევაში მონიტორზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება "მომხმარებლის წაშლა ვერ მოხერხდა!".
მენიუს ნებისმიერი ფორმიდან გასასვლელად გამოიყენება სტანდარტული ბრძანება .
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|