"მაგიდები"-წარმოადგენს მენიუს ბრძანებას (მენიუ=>მაგიდები), მისი დანიშნულებაა მაგიდების შესახებ ცნობარის შექმნა, რომელიც წარმოდეგნილია ცხრილის სახით. აღნიშნული ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის მაგიდების ცნობარის ფორმა, რომელიც შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:
"დამატება"-ბრძანების დანიშნულებაა ცნობარში ახალი მაგიდის დამატება, მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ფანჯარა "დამატება":
"რედაქტირება"-ბრძანების დანიშნულებაა დამატებული მაგიდის რედაქტირება, მისი გამოყენების შედეგად გამოდის ფანჯარა "რედაქტირება":
რედაქტირების ბრძანებით შესაძლებელია დავარედაქტიროთ ნებისმიერი სვეტი, რომელიც მაგიდის დამატების დროს მიეთითება. ბრძანება განკუთვნილია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იცვლება მაგიდის ნომერი, მაგიდის სახელი, მაგიდის ტიპი, მაგიდაზე არსებული ადგილების რაოდენობა ან მაგიდის განთავსების ადგილი.
მაგიდის რედაქტირების ფანჯარაში შეტანილი ცვლილებების დასაფიქსირებლად აუცილებელია "OK" ან "Enter" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს რედაქტირების ბრძანებას.
წაშლა-არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, მაგიდების მენიუში მისი დანიშნულებაა ცნობარიდან მაგიდის წაშლა. ცხრილში ვაფიქსირებთ წასაშლელ მაგიდას და ვიყენებთ წაშლის ბრძანებას *, აღნიშნული ქმედებების თანმიმდევრული შესრულების შედეგად ეკრანზე გამოდის გამაფრთხილებელი შეტყობინება:
თანხმობის შემთხვევაში მონიშნული ჩანაწერი წაიშლება ბაზიდან ("Yes"), თუ გადავიფიქრებთ მონიშნული ჩანაწერის წაშლას, უნდა დავაჭიროთ უარყოფის ბრძანებას ("No").
*შენიშვნა-პროგრამა არ გვაძლევს აქტიური მაგიდის წაშლის საშუალებას, ასეთ შემთხვევაში მონიტორზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება "მაგიდა გამოყენებულია! წაშლა შეუძლებელია!".
მენიუს ნებისმიერი ფორმიდან გასასვლელად გამოიყენება სტანდარტული ბრძანება .
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|