სათაური |
აღწერა |
Grid (ცხრილი) არის ინტერფეისის სტანდარტული ელემენტი. ცხრილის მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებულია სათაურის პანელის ღილაკი, მის მარჯვნივ მოთავსებულია სვეტის სათაურის პანელი, ხოლო ქვემოთ სტრიქონების მაჩვენებელი პანელი. სვეტის სათაურის პანელის ქვევით არის უშუალოდ ცხრილი, რომელიც შედგება სვეტებისა და სტრიქონებისაგან. ცხრილის ბოლო სტრიქონის ქვევით მოთავსებულია სტატუსის ზოლი. Grid-ში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება. Grid-ის სხვადასხვა ნაწილში გამომავალი კონტექსტური მენიუ ბრძანაბების განსხვავებული სპექტრით ხასიათდება. | |
ცხრილში მონაცემების ძებნა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით:
ძებნის პანელი შედგება საძებნი სიტყვის შესაყვანი ველისგან და ორი ღილაკისგან: ძებნა და წაშლა. ძებნის ველში ტექსტის ჩაწერის დროს ავტომატურად ხდება ძებნა მთელ ცხრილში (ყველა სვეტში), ცხრილის მონაცემები იფილტრება, ხოლო მოძებნილი დამთხვევები ყვითლად მოინიშნება ცხრილში. თუ ძებნის ველში ტექსტის (რიცხვის) აკრეფის შემდეგ დააჭერთ ღილაკზე "ძებნა", მაშინ ფორმიდან გასვლამდე ცხრილი შეინახავს ძებნის ყველა ტექსტს. მათი გამოძახება შეიძლება ძებნის... დაწვრილებით | |
| |
| |
| |
Grid-ი საშუალებას გაძლევთ გამოიტანოთ მოკლე ინფორმაცია კონკრეტული სვეტების სტრიქონების ჯგუფზე. მაგალითად: შესაძლებელია გამოიტანოთ ჩანაწერების რაოდენობა, სვეტის მაქსიმალური მნიშვნელობა, ჯამი და ა.შ. აღნიშნული ინფორმაციის გამოტანა ხდება ჯგუფებისათვის ჯგუფის დაჯამების ხაზზე, ხოლო მთლიანი სვეტებისათვის სტატუსის ზოლზე. ჯგუფის დაჯამების ხაზისა და დაჯამების ხაზის (სტატუსის ზოლზე) გამოჩენა ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუდან: ჯგუფის დაჯამების ხაზზე სასურველი მნიშვნელობების გამოტანა ხდება კონტექსტური მენიუს დახმარებით: კონტექსტურ მენიუს აქვს გადართვის ღილაკები:
| |
|