სასაქონლო ბონუსები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ბარათები" შემავალი ბრძანება, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა საქონლისათვის ბონუსების დაწესება (ბონუსებ დაწესებული საქონლის ყიდვისას მყიდველს ბარათზე დაერიცხება შესაბამისი რაოდენობის ქულები).
ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სასაქონლო ბონუსები":
ფორმას აქვს შემდეგი გრაფები:
- კატეგორია (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის კატეგორიას;
- მომწოდებელი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ საქონლის მომწოდებელს
- შტრიხკოდი (Combo box)-გრაფაში საქონლის შტრიხკოდის ჩაწერა ხდება ხელით ან სკანერით, თუ ჩავწერთ სხვადასხვა საქონლის შტრიხკოდს, მაშინ ისრის ჩამოშლისას გამოჩნდება ყველა შეტანილი შტრიხკოდი და მათი არჩევა შესაძლებელი იქნება მაუსით ან ისრიანი კლავიშებით.
ფორმის მენიუს ზოლი შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:
ბონუსის სვეტში ღილაკის ჩართვა ხორციელდება მაუსის ორჯერ მარცხენა ღილაკზე ორჯერ ან Space-ღილაკზე დაჭერით. შესაბამისად სვეტში "ქულა" ჩაიწერება ამ საქონელზე განსაზღვრული ქულები მთელ რიცხვამდე დამრგვალებული სახით. დარიცხული ქულა ტოლია საქონლის გასაყიდი ფასი გამრავლებული ამ საქონლისათვის წინასწარ განსაზღრულ ბონუსის %-ზე.
- დაბრუნება-ბრძანება მენიუში გამოდის რედაქტირების ბრძანების გამოყენების შემდეგ;
- შენახვა-ბრძანება აქტიურდება სვეტებში: "ბონუსი" და "ბონუსის %" ცვლილების შეტანის შემდეგ;
- გაუქმება-ბრძანება აქტიურდება სვეტებში: "ბონუსი" და "ბონუსის %" ცვლილების შეტანის შემდეგ;
- ყველასათვის-ბრძანება უზრუნველყოფს სვეტებში: "ბონუსი" და "ბონუსის %" ერთი კონკრეტული საქონლისათვის განხორციელებული ჩანაწერის ავტომატურად გავრცელებას ყველა მონიშნულ საქონელზე. მოქმედებები ხორციელდება ასეთი თანმიმდევრობით:
- გამოიყენეთ ბრძანება "რედაქტირება";
- მონიშნეთ ის საქონელი რომლისთვისაც გეგმავთ ბონუსების ღილაკის ჩართვას (ან ბონუსის %-ის სვეტში პროცენტის ჩაწერას);
- გამოიყენეთ ბრძანება "ყველასათვის", ბრძანება გააქტიურდება (მაუსის მარცხენა ღილაკზე განმეორებით დაჭერის შემდეგ ჰკარგავს აქტიურობას);
- ჩართეთ ბონუსის ღილაკი (ან ჩაწერეთ პროცენტის სიდიდე სვეტში "ბონუსის %"), ღილაკის ჩართვის მომენტში (ან პროცენტის ჩაწერის შემდეგ ახალ სტრიქონზე გადასვლის მომენტში) გამოდის შეტყობინება:
- დადასტურების შემთხვევაში (Yes) ცვლილებები გავრცელდება ყველა მონიშნულ საქონელზე, უარყოფის შემთხვევაში (No)ცვლილება განხორციელდება, მხოლოდ ერთ ჩანაწერზე;
- გასვლა.
ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანება ანალიზი.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid)