ბარათის მომხმარებლები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ბარათები" შემავალი ბრძანება (ბარათები => ბარათის მომხმარებლები), რომლის დანიშნულებაა ბარათის მომხმარებლის პირად მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ახალი მომხმარებლის დამატება და მომხმარებელზე ბარათის ჩაბმა ან მოხსნა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ბარათის მომხმარებლები":
ფორმა შედგება ოთხი ჩანართისაგან:
- ბარათის მომხმარებლები-ჩანართში მოცემულია ბარათის მომხმარებელთა ჩამონათვალი;
- პერსონის შესახებ-ჩანართის გრაფებში შეგვაქვს ბარათის მომხმარებლის შესახებ პირადი მონაცემები;
- ბარათები-ჩანართიდან ხდება რეგისტრირებული ბარათების ჩაბმა ახალ მომხმარებელზე ან ბარათის ჩახსნა კონკრეტული მომხმარებლისაგან. მომხმარებლის არჩევა ხდება ჩანართში "ბარათის მომხმარებლები":
ფორმაში შესაძლებელია ბარათის ემიტენტის შეცვლა, ამისათვის შესაბამის გრაფაში, მარჯვენა კუთხეში - დააჭირეთ ღილაკზე, ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "ემიტენტის დამატება/რედაქტირება":
ემიტენტი (Combo box) შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ ემიტენტის რედაქტირება, ფანჯარას აქვს ბრძანებები შენახვა და გასვლა.
"ჩაბმა" ღილაკის გამოყენებით ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "ბარათის ჩაბმა პერსონაზე":
გრაფაში "ბარათის №" ვწერთ რეგისტრირებული და სხვა მომხმარებელზე ჩაუბმელ ბარათის ნომერს, შემდეგ ვიყენებთ ბრძანებას შენახვა. ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა შეტყობინება "ბარათის (ბარათის ნომერი) ჩაბმა დასრულდა წარმატებით!".
თუ ავირჩევთ ისეთი ბარათის ნომერს, რომელიც უკვე ჩაბმულია მომხმარებელზე, მაშინ გამოვა შეტყობინება: "ასეთი ბარათი უკვე ჩაბმულია სხვა პერსონაზე!".
"მოხსნა" ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის შეტყობინება:
დადასტურების შემთხვევაში (Yes) მომხმარებელი ჩაეხსნება ბარათს.
თუ მომხმარებელზე ჩაბმულია რამდენიმე ბარათი მაშინ ამ მომხმარებელზე დადგომის დროს ჩანართში "ბარათის მომხმარებლები", ყველა ბარათის ნომერი გამოჩნდება ჩანართში "ბარათები":
ჩანართში კონტექსტურ მენიუს აქვს დამატებითი ბრძანებები:
- ბარათზე ქულების რედაქტირება-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ქულების დამატება ან მოხსნა;
- ქულების გადატანა სხვა ბარათზე-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია ქულების გადატანა ერთი ბარათიდან მეორეზე (კომბინირებული სარკმელის(Combo box)მეშვეობით მხოლოდ იმ ბარათის ნომრები გამოვა ეკრანზე, რომლებიც ჩაბმულია მომხმარებელზე);
- ამონაწერი ბარათიდან-ბრძანება გვაწვდის ინფორმაციას ბარათზე არსებული ქულების მოძრაობის შესახებ;
- ბარათის დაბლოკვა/გააქტიურება-ბრძანებით შესაძლებელია აქტიური ბარათის დაბლოკვა ან პირიქით დაბლოკილი ბარათის გააქტიურება.
- ტელეფონები-ჩანართში შეაქვთ მომხმარებლის ტელეფონის ნომრები, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება დაგროვილი ქულების შესახებ SMS-შეტყობინებების გაგზავნისათვის;
- E-mails-ჩანართში შეაქვთ ბარათის მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის ტიპი და მისამართი;
ფორმას "
ბარათის მომხმარებლები" აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
- განახლება;
- დამატება-ბრძანების გამოყენების შემდეგ ავტომატურად გადავდივართ ჩანართში "პერსონის შესახებ", საიდანაც ხდება ახალი მომხმარებლის დამატება. ამ დროს ჩანაწერების გაკეთება შეიძლება, ასევე, ჩანართებში: "ტელეფონები", "E-mails", ხოლო ჩანართი "ბარათები" არ არის აქტიური;
- რედაქტირება-ბრძანების გამოყენების შემდეგ აქტიურდება ყველა ის ჩანართი, რომელიც აქტიურდებოდა "დამატება" ბრძანებით სარგებლობის დროს;
- შენახვა-ბრძანება ჩნდება მენიუში მაშინ, როდესაც გამოვიყენებთ ბრძანებებს: "დამატება", "რედაქტირება";
- წაშლა;
- აღდგენა-ბრძანება ჩნდება მენიუში მაშინ, როდესაც გამოვიყენებთ ბრძანებებს: "დამატება", "რედაქტირება";
- გასვლა.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid)