ბარათები არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ბარათები" შემავალი ბრძანება (ბარათები => ბარათები), რომლის დანიშნულებაა მომხმარებელზე მიბმული ბარათის გააქტიურება ან დაბლოკვა.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "ინფორმაცია ბარათზე":
გრაფაში "ბარათის №" შეგვაქვს დასაბლოკი ან გასააქტიურებელი ბარათის ნომერი და ვაჭერთ Enter-კლავიშს, ბარათის შესახებ ყველა ინფორმაცია ავტომატურად გამოვა ფანჯრის შესაბამის გრაფებში. თუ ბარათი გააქტიურებულია, მაშინ ფანჯრის მენიუს ზოლში გააქტიურდება ბრძანება "დაბლოკვა", მისი გამოყენებით დაიბლოკება აღნიშნული ბარათი. თუ ბარათი უკვე დაბლოკილია მაშინ მენიუს ზოლში გააქტიურდება ბრძანება "გააქტიურება", მისი გამოყენებით გააქტიურდება შესაბამისი ბარათი. მენიუს აქვს სტანდარტული ბრძანება გასვლა.
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|