Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ქულების ანალიზი (SMS)

ქულების ანალიზი (SMS) არის ბარათების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ანალიზი" შემავალი ბრძანება (ბარათები => ანალიზი => ქულების ანალიზი (SMS)), რომლის დანიშნულებაა ლოიალურ ბარათებზე დაგროვილი ქულების ანალიზი და საშუალებას იძლევა "გრიდში" გამოტანილი ანალიზური ინფორმაცია გადატანილ იქნეს Excel-ში, შემდგომში SMS-ის გაგზავნის მიზნით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "ქულების ანალიზი": 

 

ფორმას აქვს შემდეგი ელემენტები და ღილაკები:

  • თარიღის შუალედი;
  • ოპერაციები (Combo box)-გრაფაში ირჩევენ ოპერაციებს (ქულების დარიცხვა, საჩუქრის გაცემა ფა ა. შ.)
  • ბარათი (Combo box)-გრაფაში ხდება ლოიალური ბარათის ნომრის შეტანა ან უკვე შეტანილი ბარათის ნომრების ამორჩევა. გრაფის მარჯვენა კუთხეში მდებარე -ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "ინფორმაცია ბარათზე";
  • მხოლოდ თანამშრომლები (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მხოლოდ თანამშრომლები;
  • ბარათები ნულოვანი ბრუნვით (ღილაკი ჩამრთველი)-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში გვიჩვენებს ყველა ბარათს.
ცხრილის სვეტში "ქულა (CR+)" მოცემულია ბარათზე დარიცხული ქულები, ხოლო სვეტში "ქულა (DB-)"-დახარჯული ქულები (ქულები, რომელზეც გაცემულია საჩუქრები). 

ფორმის მენიუს ზოლში განლაგებულია შემდეგი ბრძანებები:

  • განახლება;
  • მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა
  • ბეჭდვა;
  • ექსპორტი-ბრძანების გამოყენებით ინფორმაციის გადატანა "გრიდიდან" ხდება Excel-ში. ამისათვის მონიშნეთ სტრიქონები (ყველა ერთად მთავარი მენიუდან, ხოლო ცალკეული სტრიქონი Space-ღილაკზე დაჭერით) და დააჭირეთ ბრძანებას, მონაცემები გადავა Excel-ში;
  • გასვლა.
ცხრილის უჯრებში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებებთან ერთად (განახლება, ბეჭდვა) აქვს ბრძანება ამონაწერი ბარათიდან, იგივე შედეგს იძლევა სტრიქონზე მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერა. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!