Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მარშრუტები

მარშრუტები არის სისტემის მოდულის „დისტრიბუცია“ მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სავაჭრო აგენტებისათვის (პრსელერი, ვანსელერი, სუპერვაიზერი) მარშრუტების შექმნა, მისი დაგეგმვა და მარშრუტების გეგმის გენერაცია. მარშრუტები დგება იმისათვის, რათა სავაჭრო აგენტმა წინასწარ იცოდეს როდის, რომელ მომხმარებელთან მივიდეს. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა „მარშრუტები“: 

 

ფორმას აქვს ჩანართი "მარშრუტები", რომელიც თავის მხრივ შედგება სამი სტატიკური ჩანართისაგან: მარშრუტები, დღეები და კლიენტები

 

-მარშრუტები-ჩანართი წარმოადგენს ცხრილს, სადაც ხდება მარშრუტების დამატება. ცხრილში მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუს დახმარებით, რომელსაც აქვს სტანდარტული ბრძანებები:

  • რედაქტირება;
  • მარშრუტის ზღვარი - რუქის მეშვეობით შესაძლებელია კონკრეტული მარშრუტის დადგენა. მონახაზის შექმნა შესაძლებელია თაგვის (მაუსის) მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რისი საშუალებითაც ვაფიქსირებთ მარშრუტის უკიდურეს წერტილებს და ვქმნით პოლიგონს.
  • წაშლა;
  • დამატება-ახალი მარშრუტის დამატების დროს ეკრანზე გამოდის ფორმა:
  • დასახელება-გრაფაში ვუთითებთ მარშრუტის დასახელებას;
  • დასახელება ინგლისურად-გრაფაში ვუთითებთ მარშრუტის დასახელებას ინგლისურად;
  • ნომერი-ვუთითებთ რიგით ნომერს;
  • შენიშვნა-არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია შენიშვნის მითითება;
  • შეჩერება-ალამი ავტომატურად ამორთულია, ჩართვის შემთხვევაში არსებული მარშრუტი შეჩერებულად მიიჩნევა.
ფორმას აქვს სტანდარტული მენიუ შენახვა და გაუქმება. 

 

მიმდინარე მარშრუტის გეგმის შედგენა ხდება მენიუს სტანდარტული ბრძანებებით:

  • მიმდინარე მარშრუტი (Combo box)-გრაფაში ვირჩევთ კონკრეტულ მარშრუტს, რომლისთვისაც ვადგენთ განსაზღვრულ გეგმას;
  • აირჩიეთ დღე (Combo box)- გრაფაში ხდება კვირის დღეების არჩევა;
  • რიგითი ნომერი(Combo box)-ვუთითებთ კლიენტებთან მისვლის თანმიმდევრობას რიგითობის მიხედვით;
  • აირჩიეთ ანგარიში(Combo box)-ვირჩევთ დებიტორის ანგარიშს;
  • შენიშვნა-არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია შენიშვნის მითითება.
ფორმას აქვს სტანდარტული მენიუ შენახვა და გაუქმება.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!