კომპანიის ხარჯზე-არის კადრების მოდულის შემადგენლობაში შემავალი ბრძანება. იგი უზრუნველყოფს თანამშრომლების კომპანიის ხარჯზე დაზღვევას. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კომპანიის ხარჯზე":
ფორმას თან ახლავს ჩანართი "კომპანიის ხარჯზე", ჩანართს აქვს ველი "ამოირჩიეთ წელი" (Combo Box) საიდანაც ხდება დაზღვევის წლის განსაზღვრა.
ფორმის მენიუს ზოლი შეიცავს შემდეგ ბრძანებებს:
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია იმ თანამშრომელთა სია, რომელთაც გააჩნიათ სადაზღვევო პოლისები. სადაზღვევო პოლისების მიბმა ხდება პერსონალზე მისი საანკეტო მონაცემების შევსების დროს.
- ფორმას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია ბრძანებები და დაზღვევის დროის ასარჩევი ველები:
- წელი-ველში წელიწადი ავტომატურად არჩეულია (ჩანართიდან "პირად ხარჯზე");
- თვე-ველს აქვს ჩამოსაშლელი ღილაკი საიდანაც ვირჩევთ თვეს;
- თარიღი-არჩეულ თვეში ხდება დაზღვევის დარიცხვის თარიღის (დღის) არჩევა;
- განახლება;
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- დარიცხვა-ბრძანების საშუალებით ვახდენთ თანამშრომელზე დაზღვევის დარიცხვას. ამისათვის ფორმაში უნდა მოვნიშნოთ (Space-კლავიშზე დაჭერით) თანამშრომელი (სტრიქონი) და დავაჭიროთ ბრძანებაზე, ფორმა დაიხურება და შედეგი გამოჩნდება ფორმაში "პირად ხარჯზე". კერძოდ, ჩანართში "პირად ხარჯზე" დაემატება სტრიქონი სადაც მითითებული იქნება დოკუმენტის ნომერი, დაზღვევის ჯამური თანხა და თარიღი, ხოლო ცხრილში დაზღვეული თანამშრომლების ჩამონათვალი თანხების, პოლისის ნომრისა და სადაზრვევო პაკეტების მითითებით;
- გასვლა;
- უწყისის ფორმირება-ბრძანება უზრუნველყოფს კომპანიის ხარჯზე დაზღვევის უწყისის ფორმირებას. ბრძანების გამოყენების შემდეგ ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა "დარიცხვის უწყისი (დამატება)"
- ფორმაში ვწერთ უწყისის სათაურს და ვაჭერთ ბრძანებას "შენახვა" (თუ არ გვინდა უწყისის ფორმირება, მაშინ ვაჭერთ ბრძანებაზე "გასვლა"). დაზღვევის დარიცხვის უწყისი გამონდება ფორმაში "ხელფასის დარიცხვა" და ფორმაში "კომპანიის ხარჯზე" (ჩანართი "დარიცხვის უწყისი"). ხელფასის დარიცხვის ფორმაში დაზღვევის დარიცხვის უწყისის წაშლისას დარიცხვა წაიშლება "კომპანიის ხარჯზე" ფორმაშიც.
- წაშლა;
- გასვლა.
ფორმა "პირად ხარჯზე" წარმოადგენს ცხრილს, რომელიც შეიცავს სამ ჩანართს:
- თანხობრივი მონაცემები;
- პოლისების მიხედვით;
- დარიცხვის უწყისი.
ჩანართებში გამოტანილი ინფორმაცია ავსებს ერთმანეთს, ხოლო მესამე ჩანართში გამოდის ინფორმაცია დაზღვევის დარიცხვის შესახებ წლის დასაწყისიდან.
ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს ბრძანება ინფორმაცია პიროვნებაზე.