Pivot table-ს გააჩნია დაჯგუფების თვისება-ველების კონკრეტული მნიშვნელობები იქნებიან დაჯგუფებული დიდ კატეგორიებში. ეს დაჯგუფების თვისება განსაკუთრებით გამოყენებადია რიცხვით და თარიღის სვეტებში. მაგალითად, სვეტები და სტრიქონები, რომლებშიც წერია თარიღები შესაძლებელია დაჯგუფდეს წლების, თვეების, კვარტლის მიხედვით. უნიკალური რიცხვითი მნიშვნელობები შესაძლებელია დაჯგუფდეს რიცხვით ინტერვალებში. ტექსტური მნიშვნელობები შესაძლებელია დაჯგუფდეს ასოების ინტერვალებში - მაგალითად ტექსტი(სიტყვა) რომელიც იწყება კონკრეტული ასოთი.
დაჯგუფებისათვის გამოიყენება ცხრილის თავზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება group interval (ჩამონათვალის ღილაკი):
დაჯგუფება შესაძლებელია საათების, დღეების, თვეების, კვარტლებისა და წლების მიხედვით, როგორც ცალ-ცალკე პუნქტების, ისე ერთდროულად რამდენიმე ან ყველა პუნქტის მიხედვით. რამდენიმე ან ყველა პუნქტის მიხედვით დასაჯგუფებლად მონიშნეთ ეს პუნქტები და დაადასტურეთ (OK). Filter Fields ველში გაჩნდება შესაბამისი დასახელების სვეტები.
ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველი "unite in group", თუ ღილაკი ჩართულია მაშინ "Filter Fields" ველში გაჩენილ დაჯგუფების სვეტებს ექნებათ გაფართოება-შეკუმშვის ღილაკები და მათი გადათრევა სხვა ველში (არეში) მოხდება ჯგუფურად:
თუ ღილაკი გამორთულია მაშინ "Filter Fields" ველში გაჩენილ დაჯგუფების სვეტებს არ ექნებათ გაფართოება-შეკუმშვის ღილაკები და მათი გადათრევა სხვა ველში (არეში) მოხდება ცალ-ცალკე.
ფანჯარას აქვს სვეტები:
აგრეთვე ნახეთ:
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|