Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ჯამი

Pivot table-ში ჯამური ინფორმაციის გამოტანა შესაძლებელია, როგორც სვეტების, ისე სტრიქონების მიხედვით. 

სვეტები რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ჯამური ინფორმაციის გამოტანა, უნდა განალაგოთ column area-ში, შემდეგ კონტექსტური მენიუდან ჩართავთ სვეტების ბოლო სტრიქონზე ჯამური ინფორმაციის გამომტან ღილაკებს. 

  • show column totals-მისი ჩართვის შემდეგ ცხრილში მონაცემები დაჯამდება სვეტების მიხედვით.
განვიხილოთ მაგალითი: 

ერთი მომწოდებლისაგან მიღებულია ორი ან მეტი დასახელების საქონელი, ზუსტად იგივე დასახელების საქონელი მიღებულია სხვა მომწოდებლისაგანაც, საქონელი მიღებულია ორ სხვადასხვა საწყობში, მაშინ show column totals-ის ჩართვით გაჩნდება დაჯამების სვეტი, სადაც დაჯამებული იქნება კონკრეტული დასახელების საქონელი ყველა მომხმარებლისა და საწყობის მიხედვით: 

 

თუ შევუცვლით ადგილებს სვეტის დასახელებებს, მაშინ შეიცვლება ანალიზური ინფორმაციაც. კერძოდ, თუ სვეტს "შტრიხკოდი" გადავიტანთ სვეტის "პირველი მომწოდებელი" მარჯვნივ, მაშინ მონაცემების დაჯამება მოხდება მომწოდებლისა და საწყობის მიხედვით. დაჯამების სვეტი გამოჩნდება მხოლოდ იმ მომწოდებლისათვის , რომლთააგანაც მიღებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი.

  • show column grand totals-ის ჩართვის შემდეგ ცხრილში გაჩნდება სვეტი "grand total", სადაც მოცემულია ყველა სვეტის ჯამური მონაცემები;
  • left-ღილაკის ჩართვის შემდეგ ამოირთვება ღილაკი "right" და ცხრილში მაჯამებელი სვეტები გადავა დასაჯამებელი სვეტების მარცხნივ;
  • right-ავტომატურად ჩართულია ფორმაში შესვლისას, ხოლო ღილაკი "left" ამორთული. ამიტომ ცხრილში მაჯამებელი სვეტები განლაგებულია დასაჯამებელი სვეტების მარჯვნივ;
სტრიქონების მიხედვით ჯამური ინფორმაციის გამოსატანად სვეტები უნდა გადაიტანოთ Row area-ში. ამის შემდეგ კონტექსტური მენიუდან უნდა ჩართოთ შესაბამისი ღილაკები: 

  • show row totals-მისი ჩართვის შემდეგ ცხრილში მონაცემები დაჯამდება სტრიქონების მიხედვით.
განვიხილოთ მაგალითი: 

ერთი მომწოდებლისაგან მიღებულია ორი ან მეტი დასახელების საქონელი, ზუსტად იგივე დასახელების საქონელი მიღებულია სხვა მომწოდებლისაგანაც, საქონელი მიღებულია ორ სხვადასხვა საწყობში, მაშინ show row totals-ის ჩართვით გაჩნდება დაჯამების სტრიქონი, სადაც დაჯამებული იქნება თითოეული საწყობის მიხედვით ყველა მომწოდებლისაგან მოწოდებული თითოეული დასახელების საქონელი: 

 

თუ შევუცვლით ადგილებს სვეტის დასახელებებს, მაშინ შეიცვლება ანალიზური ინფორმაციაც. კერძოდ, თუ სვეტს "შტრიხკოდი" გადავიტანთ სვეტის "საწყობი" მარცხნივ, მაშინ მონაცემების დაჯამება მოხდება ჯერ საწყობის მიხედვით და შემდეგ საქონლის შტრიხკოდის მიხედვით. შტრიხკოდის მიხედვით დაჯამების სტრიქონი ექნება იმ საქონელს, რომელის ნაშთებიც არსებობს ორივე საწყობში.

  • show row grand totals-ღილაკის ჩართვის შემდეგ ცხრილში გაჩნდება სტრიქონი "grand total", სადაც მოცემულია ყველა სტრიქონის ჯამური მონაცემები.
  • Top-მისი ჩართვის შემდეგ ამოირთვება ღილაკი "bottom" და ცხრილში მაჯამებელი სტრიქონები გადავა დასაჯამებელი სტრიქონების თავზე:
  • bottom-იგი ავტომატურად ჩართულია ფორმაში შესვლისას, ხოლო ღილაკი "Top" ამორთული. შედეგად ცხრილში მაჯამებელი სტრიქონები განლაგებულია დასაჯამებელი სტრიქონების დაბლა.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!