1101-მემორიალური ორდერი (ა/ფ)-CR-წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID)-1101. გამოიყენება შიდასაბუღალტრო გატარებებისათვის (დოკუმენტი- 0010 შიდასაბუღალტრო ოპერაცია). გამოიყენება ისეთი ოპერაციის ასაწყობად, როდესაც ხდება მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა. აკეთებს ორ ბუღალტრულ გატარებას.
- დებეტი-მომხმარებელი;
- კრედიტი-შემოსავალი მომსახურებიდან.
- კრედიტი-გადასახდელი დღგ;
ფორმის ჩაბმა ოპერაციებზე ხდება შაბლონების შექმნის დროს. ოპერაციის დეტალებში (შაბლონებში) დებეტის სვეტში მიეთითება მომხმარებლის საბალანსო ანგარიში (1410), კრედიტის სვეტებში-შემოსავლების საბალანსო (6160) და გადასახდელი დღგ-ს ანალიზური ანგარიში. ამიტომ ამ ფორმის მიხედვით აწყობილი შაბლონით ბუღალტრული ოპერაციის შესრულების დროს დებეტის პირველ სვეტში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მომხმარებლის ნებისმიერი ანგარიში, კრედიტის პირველ სვეტში-შემოსავლების (მომსახურებიდან) ანალიზური ანგარიში, ხოლო კრედიტის მეორე სვეტში ავტომატურად არჩეულია გადასახდელი დღგ-ს ანგარიში (3330000100).
1101-ფორმით აწყობილი შაბლონი ასეთი ფორმისაა:
ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:
- თარიღი-თარიღის ველში ავტომატურად ზის კომპიუტერის მიმდინარე თარიღი, თუმცა შესაძლებელია თარიღის შეცვლა;
- ოპერაცია (Combo box)-ოპერაციის კოდი ავტომატურად არჩეულია;
- ვალუტა (Combo box);
- შიდა ნომერი-შეაქვთ მოხრილ ისარზე მაუსის დაჭერით ან ველში ჩაწერით;
- გარე ნომერი-დოკუმენტის ნომერი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომერი);
- დღგ-სვეტში იწერება დღგ-ს საპროცენტო განაკვეთი (ავტომატურად ჩაწერილია 18%)
- დებეტი (Combo box)-მომხმარებლის ანგარიშები;
- კრედიტი (Combo box)-შემოსავლების (მომსახურებიდან) ანალიზური ანგარიში;
- კრედიტი (დღგ) (Combo box)-ავტომატურად არჩეულია გადასახდელი დღგ-ს ანგარიში;
- შინაარსი-სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსის ამსახველი ტექსტი ხელით;
- თანხის სვეტები განთავსებულია სამ სვეტად, სვეტების რაოდენობა დამოკიდებულია ვალუტის არჩევაზე: თუ ვალუტად არჩეულია ლარი, მაშინ თითოეულ სვეტში გვაქვს ვალუტის ორი სვეტი, თუ არჩეული უცხოური ვალუტა, მაშინ-სამი სვეტი.
- თანხა- პირველ სვეტში იწერება თანხა დღგ-ს გარეშე ლარში. თანხა იწერება ხელით ან ჩამოსაშლელი კალკულატორის დახმარებით. თანხა შეიძლება ჩაიწეროს ავტომატურადაც თუ ჯერ ვალუტის სვეტში ჩავწერთ თანხას ხელით ან ჯერ შევავსებთ სვეტს "თანხა სულ";
- დღგ- ყველა სვეტში ავტომატურად ჩაიწერება დღგ-ს თანხა;
- თანხა სულ- პირველ სვეტში ავტომატურად იწერება თანხა დღგ- ჩათვლით, თუ ჯერ შევავსებთ პირველ (თანხის) სვეტს. თუ ჯერ შევავსებთ ამ სვეტს, მაშინ ავტომატურად შეივსება პირველი (თანხა დღგ-ს გარეშე) სვეტი ;
პირობითი ერთეულის შესაბამის სვეტში იწერება თანხა პირობით ერთეულში ავტომატურად პირობითი ერთეულის კურსის შესაბამისად ან ხელით. ვალუტის შესაბამის სვეტში იწერება თანხა ვალუტაში ავტომატურად (თუ ჯერ შევავსებთ ლარის ან პირობითი ერთეულის შესაბამის ველებს) ვალუტის კურსის შესაბამისად ან ხელით;
- შენიშვნები-მომხმარებლის მიერ სვეტში კეთდება საჭირო ჩანაწერები;
ფანჯარას აქვს „
ღილაკი-ჩამრთველები (ალმები)“:
- პროექტი-თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვა პროექტის სახით, მაშინ ჩართეთ ღილაკი „პროექტი“;
- ავტო გასვლა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის შენახვის შემდეგ ფანჯრის ავტომატური დახურვა;
- კურსის გამოთვლა-ღილაკის ჩართვის შემთხვევაში თანხების ჩასაწერ ველში თანხების ჩაწერის შემდეგ ავტომატურად ხდება კურსის გამოთვლა;
- ავტომატური ამობეჭდვა-ღილაკი უნდა იყოს ჩართული, თუ გსურთ შესრულებული ოპერაციის ავტომატური ამობეჭდვა ფანჯრიდან გასვლისას;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები:
- ბეჭდვა-თუ ჩართული არაა ღილაკი „ავტომატური ბეჭდვა“, მაშინ საბუთის დაბეჭდვა შესაძლებელია რედაქტირების ფანჯრიდან (გატარებული საბუთები);
- შენახვა;
- გასვლა.
ფანჯარა ეკრანზე გამოდის სტანდარტული ზომით, მისი შეცვლა (გაზრდა ან შემცირება) შესაძლებელია მაუსის დახმარებით. მიიტანეთ ისარი ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხესთან, იგი გადაიქცევა ორმხრივ ისრად. მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და მოძრაობით შესაძლებელია ფანჯრის ზომების შეცვლა ეკრანზე.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფორმა-1000, ფორმა-1100.