Name |
Description |
X-ბრუნვის ამოღება სალაროდან "X-ბრუნვის” დანიშნულებაა ცვლის გახსნიდან, ცვლის დახურვამდე, სალაროში განხორციელებული ოპერაციების, ჯამური მაჩვენებლის მიწოდება მომხმარებლისთვის (მაგ: რეალიზაცია, ფულის შეტანა, ფულის ამოღება, სტორნირება, საქონლის უკან დაბრუნება და ა.შ.), რათა განახორციელონ სალაროს და სალაროში არსებული თანხის შედარება. სალაროდან “X-ბრუნვის” ნახვა შეუძლია ულებამოსილ პირს, უფროს მოლარეს, სალაროს გამგეს ან ისეთ პიროვნებას, რომელსაც “Apex ERP”-ის სალაროების მართვის მოდულიდან წვდომა აქვს აღნიშნულ ოპერაციაზე, შესაბამისად აღნიშუნლი ბრძნება აქტიური არ იქნება ისეთი მომხმარებლებისათვის, რომელთაც უფლება არ აქვთ განახორციელონ “X-ბრუნვა”. არააქტიური ბრძანება მენიუს ფანჯარაში ფერმრთალი ფერით არის წარმოდგენილი. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის დამატებითი ფანჯარა, სადაც განთავსდება "X-ბრუნვის" ქვითარი და ქვითრის ბეჭდვის პარამეტრები (Print Preview). ქვითარში დეტალურად... more | |
სალაროდან Z_ბრუნვის ამოღება
საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს, რომლებიც საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდებას ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით აწარმოებენ, შესაბამისად ყოველი საოპერაციო დღის დასრულებისას უნდა განხორციელდეს საკონტროლო სალარო აპარატის და სისტემაში რეალიზებული საქონლის თანხის შედარება, როდესაც მუშაობას ვიწყებთ ისეთ ობიექტზე რომელსაც აქვს მუშაობის ისტორია მაშინ საჭიროა ახალი ცვლის გახსნა, მაგრამ ახალი ცვლის გახსნა ვერ მოხერხდება თუ გასული ცვლის ჩახურვა არ არის განხორციელებული. | |
ცვლის გახსანა
მომხმარებლის სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, აუცილებლობას წარმოადგენს პროგრამაში "ცვლის გახსნა", რათა საქონლის რეალიზაცია აისახოს მიმდინარე დღის თარიღით. "ცვლის გახსნის" შესაძლებლობა არ აქვს სისტემაში დაეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ისეთ მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია უფლება.
წინა ცვლის თარიღის ველი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იხსნება "პირველი" ცვლა და აღნიშნულ თარიღამდე არ განხორციელებულა სალაროს ოპერაციები. დააჭირეთ მაუსი (ან Enter-კლავიშს) ბრძანებაზე "შესრულება", ეკრანზე გამოვა მენიუს ფანჯარა იმ განსხვავებით, რომ აქტიური იქნება ღილაკი... more |