"სპეც რეცეპტი"-წარმოადენს მაგიდის მენიუს ბრძანებას, მისი დანიშნულებაა ახალი რეცეპტის შექმნა ან წინასწარ დადგენილ რეცეპში შემავალი ("Apex ERP" ცნობარები=>რეცეპტები) ინგრედიენტის კორექტირება. ფორმაში ბრძანება აქტიურდება საქონელის დამატების შემდეგ (სპეც.რეცეპტის დასახელება, რომ არსებობდეს "Apex RPS"-ის საქონლის ჩამონათვალში, ამისათვის "Apex ERP"-ში "სპეც.რეცეპტის" დასახელებით აუცილებელია საქონლის დარეგისტრირება, დარეგისტრირებულ საქონელს უნდა მივუთითოთ საკუთარი წარმოება, სარეალიზაციო ფასი (ფასის შეცვლა) და მომდევნო ეტაპზე მივაბათ საქონელი ფილიალს ("Apex ERP" ცნობარები=>ფილიალები)). საქონლის დასახელებაში სპეც. რეცეპტის არჩევის შემდეგ ხდება რეცეპტის შედგენა.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის ცარიელი ფორმა "სპეც. რეცეპტის" დასახელებით, სადაც ხდება საკვებში შემავალი ინგრედიენტების დამატება.
თუ წინასწარ შედგენილ რეცეპტში გვსურს რაიმე ცვლილების განხორციელება, ვირჩევთ საქონელს და სპეც. რეცეპტის ბრძანების დახმარებით ვანხორციელებთ ცვლილებებს, მომხმარებლის გემოვნების შესაბამისად.
ბრძანებით ეკრანზე გამოდის საქონლის დასახელება და "რეცეპტში" შემავალი ინგრედიენტები:
ინგრედიენტის სპეც. რეცეპტში დასამატებლად აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას.
ინგრედიენტის წასაშლელად აუცილებელია "Yes" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს წაშლის ბრძანებას.
სტანდარტული რეცეპტის აღსადგენად აუცილებელია "Yes" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს რეცეპტის აღდგენის ბრძანებას.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|