You are here: ავტორიზაცია
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ავტორიზაცია

სისტემაში შესასვლელად ”Desktop”-ზე აირჩიეთ -პიქტოგრამა, დააჭირეთ ”Enter”-ს ან "mouse"-ის მარცხენა ღილაკზე ორჯერ. ეკრანზე ჩაიტვირთება „Apex RPS“-ის პროგრამა. პროგრამაში მუშაობის დასაწყებად, მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება. მომხმარებლის მიერ შესრულებული ნებისმიერი ქმედება, პროგრამაში აისახება მისი სახელით, აქედან გამომდინარე ყველა მომხმარებელს სისტემაში უნდა გააჩნდეს მისთვის განკუთვნილი სახელი (user name) და პაროლი. 

ავტორიზაცია-ბრძანება განთავსებულია ეკრანის ზედა მარჯვენა ნაწილში, ავტორიზაციის ბრძანება პროგრამაში წარმოდგენილია შემდეგი სახით: 

 

აღნიშნულ ბრძანებაზე დაჭერით ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა: 

 

  • პირველ სვეტში განთავსებულია ჩამოსაშლელი ღილაკი. სვეტი განკუთვნილია მომხმარებლების სახელის ასარჩევად, ჩამოსაშლელ ღილაკზე დაჭერით ეკრანზე გამოჩნდება სისტემაში მომუშავე მომხმარებლების სახელები. სვეტში ასევე შესაძლებელია სისტემაში შესასვლელი სახელის ჩაწერა;
  • მეორე სვეტი განკუთვნილია არსებული მომხმარებლის პაროლისათვის.

 

სისტემაში არჩეული სახელით შესასვლელად, საჭიროა "OK" ან "Enter" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას. 

 

პაროლის არასწორედ ჩაწერის შემთხვევაში ეკრანზე გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!