You are here: "Apex RPS" პროგრამის შესახებ
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
"Apex RPS" პროგრამის შესახებ

პროგრამა „Apex RPS“ თანამედროვე სრულფუნქციონალური კომპიუტერული სისტემაა, რომელიც არის განკუთვნილი სხვადასხვა მომსახურეობის ფორმის რესტორნებისა და კვების ობიექტებისათვის. სისტემის მარტივი ინტერფეისი და მისი მოცულობა მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ შრომითი რესურსები, გაიმარტივოთ სამუშაო, უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური პროცესი და ამასთან ერთად შეამციროთ ხარჯები. პროგრამა გათვალისწინებული, მორგებული და დახვეწილია მომხმარებლის სურვილისამებრ. პროგრამა მიბმულია „Apex ERP“-ზე, შესაბამისად „Apex ERP“-ის ბაზაზე არსებული ანგარიშები (მაგ: სალარო, დებიტორული დავალიანება, საქონელი, ძირითადი საშუალებები და ა.შ.) ავტომატურად დაკავშირებულია „Apex RPS“-თან, აქედან გამომდეინარე საბუღალტრო ოპერაციები, რომელიც განხორციელდება „Apex RPS“-ის პროგრამაში (მაგ: საქონლის ჩამოწერა, რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში გადასახდელი დღგ, მოთხოვნის დარიცხვა, სალაროს ოპერაციები და ა.შ.) ასახვას ჰპოვებენ „Apex ERP“-ის ბუღალტერიაში. პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ ცნობარის სახით შექმნათ მაგიდების ჩამონათვალი, მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, ავტომატურ რეჟიმში გადასცეთ კლიენტის მიერ მოცემული შეკვეთა ბარს და სამზარეულოს, მოემსახუროთ კლიენტს მიტანის სერვისით, თანხის გადახდა გადაანაწილოთ კლიენტის სურვილისამებრ და ა.შ. პროგრამაში მუშაობა შესაძლებელია, როგორც კომპიუტერის, ასევე სენსორული ეკრანის მქონე მონიტორით და ე.წ. "ტაბლეტის" დახმარებით.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!