Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
Pivot Table თვისებები
სათაური 
აღწერა 
pivot table არის ანალიზური ცხრილი სადაც მონაცემთა საბოლოო მნიშვნელობების (ჯამები, საშუალო, მინიმუმი, მაქსიმუმი) გამოთვლა შესაძლებელია სწრაფად და მოხერხებულად. იგი საშუალებას იძლევა სურვილის მიხედვით გადააჯგუფოთ მონაცემები, მოხერხებულად დააყენოთ ფილტრები და ადვილად დაამატოთ ან მოაშოროთ სვეტები (მაკეტები) ცხრილის თავზე არსებული ველიდან. ველში სვეტების (მაკეტების) გადაადგილება ხდება მაუსის დაჭერითა და გადაცოცებით. იგივე მოქმედებების შესრულება შესაძლებელია "PivotGrid Field List"-ფანჯარაში.
სვეტების (მაკეტების) განთავსების ველი იყოფა სექტორებად:
  • Drop Filter Fields Here-ველი წარმოადგენს ფილტრის ველს, აქ დაგდებულ სვეტის მაკეტს აქვს ფილტრის ღილაკი საიდანაც შეგვიძლია ცხრილის გაფილტვრა:

ფილტრის ველში სვეტების მაკეტების განთავსება სასურველია იმ მოტივითაც, რომ აქედან უფრო სწრაფად და მოხერხებულად შეიძლება მაკეტების გადატანა... დაწვრილებით 
pivot table-ის ფორმას აქვს შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა მის მიერ შექმნილი ცხრილის განლაგება შეინახოს და როცა სურვილი ექნება შემდეგ იმავე ფორმით აღადგინოს. მომხმარებლის მიერ აწყობილი ცხრილის შენახვისათვის გამოიყენება შენახვის ღილაკი;.

დაალაგეთ ცხრილში სვეტები და სტრიქონები სასურველი კონფიგურაციით და გამოიყენეთ ღილაკი "შენახვა", ეკრანზე გამოვა ფანჯარა: "ახალი განლაგების შენახვა", სადაც დასახელების ველში მიუთითებთ ფაილის სახელს (ან დატოვებთ ავტომატურად მინიჭებულს) და შეინახავთ:

ფანჯარას ქვემოთ მარცხენა კუთხისკენ აქვს ღილაკი ჩამრთველი "უპირატესი", რომლის ჩარვითაც განლაგებას ენიჭება უპირატესობა , რაც გამოიხატება იმით, რომ ფორმაში შესვლის დროს გამოდის თქვენს მიერ შენახული განლაგება და განლაგების რეესტრში იგი არის განსხვავებული ფერით (ყვითელი).
მარჯვენა... დაწვრილებით 
Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!