Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
pivot table-ის შესახებ

სრულიად ახალი პროდუქტი-Pivot table (პივოტ ცხრილი, იგივე ანალიზური ცხრილი) არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნეს მონაცემების ორგანიზებისთვის და ანალიზისთვის. მისი მთავარი ფუნქცია არის მისი შესაძლებლობა, რომ შეაჯამოს დიდი რაოდენობით მონაცემები ურთიერთმკვეთი ფორმით. ანუ ეს არის საუკეთესო საშუალება ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტების მოსამზადებლად. მაგალითად, შეგიძლიათ გაანალიზოთ გაყიდვები კონკრეტული პერიოდისთვის (წლის, კვარტლის, თვის ან თქვენს მიერ შერჩეული ინტერვალის მიხედვით) თითოეული თქვენი მომხმარებლისთვის თითოეული პროდუქტის კატეგორიისთვის, ან შეგიძლიათ გამოაჩინოთ ყველაზე მსხვილი 10 მომხმარებელი შესყიდული პროდუქტების მიხედვით, შესაძლებელია მოამზადოთ რეპორტი, რომელიც გიჩვენებთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს. 

პივოტ ცხრილი არის ინტერაქტიული კონტროლი, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა თვითონ გაუკეთოს ორგანიზება მის ვიზუალურ მხარეს (ინტერფეისს) სხვადასხვა ფუნქციონალობებით. საბოლოოდ ცხრილის მონაცემები იქნება შეჯამებული მომხმარებლის სურვილისამებრ, ანუ მომხმარებელს შეუძლია წარმოაჩინოს ინფორმაცია მისთვის სასურველი გზით- ვიზუალურადაც და ლოგიკურადაც. 

Created with a commercial version of Doc-O-Matic. In order to make this message disappear you need to register this software. If you have problems registering this software please contact us at support@toolsfactory.com.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!