Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
შეკვეთების გრაფიკი

შეკვეთების გრაფიკი არის მოდულის საქონლის ბრძანება (საქონელი => მოწოდების ფასები =>შეკვეთების გრაფიკი), მისი დანიშნულებაა მომწოდებლების მიხედვით შეკვეთების გრაფიკის წინასწარ შედგენა ფილიალების მიხედვით, რომელიც კონტროლის და გადამოწმების ერთ-ერთი საშუალებაა. შეკვეთების გრაფიკის შედგენა შესაძლებელია, როგორც კვირის დღეების, ასევე თვის რიცხვების მიხედვით. 

ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის ფორმა "შეკვეთების გრაფიკი": 

 

ფორმაში განლაგებულია სტანდარტული ბრძანებები:

 

ივსება შემდეგი გრაფები:

  • გრაფიკის ტიპი - გადართვის ღილაკები უზრუნველყოფენ შეკვეთის გრაფიკის ტიპს, კვირის დღეების მიხედვით ხდება შეკვეთის შედგენა, თუ თვის რიცხვების მიხედვით;
  • საწყისი თარიღი - გრაფაში ვუთითებთ შეკვეთის საწყის თარიღს, ანუ რომელი თარიღიდანაც ხდება შეკვეთის გრაფიკის შედგენა;
  • ბოლო თარიღი - ვუთითებთ შეკვეთის საბოლოო თარიღს, ანუ რომელ თარიღამდეც ვადგენთ გრაფიკს;
  • მიტანის დრო (მინ) - გრაფაში ეთითება მინიმალური დრო, რა პერიოდშიც მომწოდებელი მიაწვდის კონკრეტულ ფილიალს საქონელს;
  • მიტანის დრო (მაქს) - გრაფაში ეთითება მაქსიმალური დრო, რა პერიოდშიც მომწოდებელი მიაწვდის კონკრეტულ ფილიალს საქონელს;
  • დამატებითი დღე - ვუთითებთ დღეების იმ რაოდენობას, როდესაც მომწოდებელი მითითებულ ფილიალში მივა გრაფიკით დადგენილი დღეების გარდა;
  • ფილიალი (combo box) - ვირჩევთ იმ ფილიალს, რომლისთვისაც ვადგენთ შეკვეთის გრაფიკს;
  • მომწოდებელი (combo box) - ვირჩევთ იმ მომწოდებელს, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს შედგენილი გრაფიკით საქონელი;
  • გაუქმებული - ჩამრთველი ალმის დახმარებით, შესაძლებელია შეკვეთის გრაფიკის გაუქმება.
ფანჯარაში აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებთ შენახვა და გასვლა. ფორმას აქვს ორი ჩანართი ფილიალები და მომწოდებლები, რომლებიც თავის მხრივ ფილტრის საშუალებას წარმოადგენენ. 

როდესაც ვიმყოფებით ჩანართში ფილიალები მარცხენა ნაწილის ჩამონათვალი შედგება საწარმოს ფილიალებისგან, თითოეულ ფილიალზე გადასვლით მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება კონკრეტული ფილიალის შეკვეთის გრაფიკები მომწოდებლების მიხედვით, ხოლო თუ ვიმყოფებით ჩანართში მომწოდებლები მარცხენა ნაწილის ჩამონათვალი შედგება მომწოდებლებისაგან, თითოეულ მომწოდებელზე გადასვლით კი მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება კონკრეტული მომწოდებლის შეკვეთის გრაფიკი ფილიალების გათვალისწინებით.

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!