საბანკო ოპერაციები არის სისტემის მოდულის "საბანკო ოპერაციები" ბრძანება (საბანკო ოპერაციები => საბანკო ოპერაციები). მისი დანიშნულებაა "ბანკი-კლიენტით" მიღებული XML-ფაილით მიღებული ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ბალანსში ასახვა.
ბრძანების გამოყენების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფორმა "საბანკო ჩარიცხვები & გადარიცხვები":
ფორმას აქვს თარიღის შუალედის ასარჩევი ელემენტი და ერთი გრაფა:
-ბანკი (Combo box)-გრაფაში ირჩევენ ბანკს, რომლის მიერ გამოგზავნილი მონაცემების იმპორტიც განხორციელდა სისტემაში;
ფორმის მენიუს ზოლი შეიცავს შემდეგ ბრძანებებსა და ღილაკებს:
- განახლება;
- მონიშვნა, ინვერსია, მოხსნა;
- ჩარიცხვები (გადართვის ღილაკი)-როცა ღილაკი ჩართულია გვიჩვენებს, მხოლოდ ჩარიცხვებს;
- გადარიცხვები (გადართვის ღილაკი)-ღილაკის ჩართვის შემდეგ ცხრილში გამოჩნდება მხოლოდ გადარიცხვები;
- ყველა (გადართვის ღილაკი)-ღილაკის ჩართვა უზრუნველყოფს ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ერთად ჩვენებას;
- ავტომატური შევსება-ცხრილში მონიშნეთ (ცალკეული სტრიქონის მონიშვნა ხდება Space-ღილაკზე დაჭერით) ისეთი სტრიქონი (სტრიქონები) სადაც დებეტის ან კრედიტის უჯრა ცარიელია (ცარიელი უჯრა არის ყვითელი ფერის) ამის შემდეგ გამოიყენეთ ბრძანება: დანიშნულების შინაარსიდან გამომდინარე* ცარიელ უჯრაში ავტომატურად აირჩევს მოკორესპოდენტო ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის ავტომატური შევსება ვერ მოხერხდა, მაშინ უჯრაში ხელით ვირჩევთ ანალიზურ ანგარიშს (ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით). ჩანაწერები (სტრიქონები), რომელშიც ჩაწერილია დებეტისა და კრედიტის ანგარიშები, გამზადებულია ბალანსში ასასახად. ასეთი ჩანაწერის წინ გამოსახულია ყვითელი კვადარატი-"მზადაა ასასახად", თუ ჩანაწერი არ არის მზად ბალანსში ასასახად (ცარიელი აქვს დებეტის ან კრედიტის უჯრა), მაშინ ჩანაწერის წინ გამოსახულია წითელი კვადრატი-"პროექტი", ბალანსში ასახული ჩანაწერის წინ განთავსებულია მწვანე კვადრატი-"ბალანსში ასახული":
- ბალანსში ასახვა-ბრძანების გამოყენების შედეგად ყველა ის ჩანაწერი (ჩარიცხვა, გადარიცხვა), რომელიც მზადაა ასასახად, აისახება ბალანსში და გამოჩნდება "გატარებულ საბუთებში";
- გასვლა.
ცხრილში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა დამატებით აქვს შემდეგი ბრძანებები:
- "დეტალები"-ს ჩვენება-გვიჩვენებს კონკრეტულ საბუთს-ეკრანზე გამოაქვს შესაბამისი ჩანართი;
- "დეტალები"-ს ავტომატურად დამალვა-ბრძანებით დეტალების ჩანართი იმალება, ხოლო მაუსის მიახლოებისას კვლავ გამოდის ეკრანზე;
- "დეტალები"-ს დამალვა-ბრძანებით ჩანართი იმალება.
* შენიშვნა: ის, რომ ავტომატურად შევსების დროს დებეტის ან კრედიტის ანგარიშების ჩაწერა ხდება დანიშნულების შინაარსიდან გამომდინარე, ჩაწერილია პროგრამის კოდში.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid), ფაილის იმპორტი.