Apex Word Add-in (ტექსტის კონვერტორი)
დღეისათვის ქართული შრიფტები შეგვიძლია პირობითად დავყოთ 3 ძირითად ტიპად:
არაალტერნატიული შრიფტში ქართული ასოები არის ინგლისური ასოების მაგივრად და შესაბამისად ეს შრიფტი შეიცავს მხოლოდ ერთი ენის - ქართულის შესაბამის ასოებს და სიმბოლოებს. ამ შრიფტის დადებითი მხარე არის ის, რომ მის გამოყენებას არ ჭირდება არანაირი ენობრივი მხარდაჭერა, იქ სადაც მუშაობს ინგლისური შრიფტი, იმუშავებს არაალტერნატიულიც, ამის გარდა მისი აკრეფა შესაძლოა სტანდარტული ინგისური კლავიატურის დრაივერით, ამ დროს ქართული ასოები ძირითადად ემთხვევა შესაბამის ინგლისურ ასოებს. მაგრამ ამ ფონტს გააჩნია რამდენიმე ნაკლი:
ა) შეუძლებელია ამ შრიფტით ერთდორულად ლათინური და ქართული სიმბოლოების გამოყენება;
ბ) შეუძლებელია ასეთ ტექსტში სრულყოფილი ძებნის და სორტირების გამოყენება, იმის გამო რომ ინგლისური დიდი და პატარა ასოები ძებნისას განიხილება როგორც იდენტური;
არაალტერნატიული შრიფტების მაგალითებია აკადნუსხური, ლიტნუსხური და ა.შ.
ალტერნატიულ შრიფტებში გამოსწორებულია პრობლემა ა) მაგრამ არაა გამოსწორებული პრობლემა ბ) სრულყოფილად. ასეთი შრიფტების მაგალითებია geo_arial, geo_times და ა.შ.
უნიკოდ შრიფტებში ყველა ზემოთხსენებული პრობლემა არის აღმოფხვრილი, იგი რეკომენდირებულია ყველა იმ შემთხვევაში როდესაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დღეისათვის მაიკროსოფტის მიერ წარმოებული ყველა მასიური პროდუქტი უზრუნველყოფს უნიკოდ კოდირებით მუშაობას და უნიკოდ ფონტების გამოყენებას. უნიკოდის დღევანდელი ვერსია შეიცავს ქართულ ანბანს და ამიტომ ქართულთან პრობლემები არ იქნება უნიკოდის გამოყენებისას. უნიკოდ შრიფტის მაგალითია Sylfaen
მიუხედავად უნიკოდ შრიფტების გავრცელებისა მაინც გვხვდება 1) და 2) ტიპის შრიფტებით აკრეფილი ტექსტები. ასეთი ტექსტების უნიკოდში კონვერტირებას უზრუნველყოფს ტექსტური კონვერტორი, რომელიც დაემატება ოფისის პროგრამების მენიუში Apex Office Add პროგრამის დაყენების შემდეგ.
ტექსტის კონვერტირება ხდება შემდეგნაირად (საჩვენებლად განვიხილოთ ტექსტის კონვერტირება Microsoft Word-ში):
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|