Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
Apex Excel Add-in

Apex Excel Add-in 

 

Apex Excel Add-in გაძლევთ საშულებას დააგენერიროთ Pivot ან Query ცხრილები მოცემულ SQL სკრიპტიდან. ცხრილების დაგენერირებისათვის დაიცავით მოქმედებათა შემდეგი თანმიმდევროვბა:

  • ჩაწერეთ sql სკრიპტი ნებისმიერ უჯრაში;
  • მიეცით უჯრას სახელი;
  • გამოიყენეთ განახლების ღილაკი (Refresh), თუ მანამდე არ გქონდათ არჩეული სერვერი გამოჩნდება სერვერის არჩევის დიალოგური ფანჯარა:
 

 

შეავსეთ შემდეგი ველები: 

-Server-აირჩიეთ სერვერის დასახელება, სადაც განთავსებულია ბაზა, რომლიდანაც უნდა წამოიღოთ საჭირო მონაცემები; 

-Username-ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი, რომლითაც უკავშირდებით ბაზას; 

-Password-პაროლი; 

-Database-ჩაწერეთ იმ ბაზის დასახელება, რომელსაც უკავშირდებით; 

-დააჭირეთ ღილაკს "Connect".

  • გამოიყენეთ "General" პიქტოგრამის მარჯვნივ განთავსებული -ღილაკი, შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა "Setings":
 

 

Setings- დიალოგურ ფანჯარაში არსებულ ველებში აირჩიეთ (ჩაწერეთ) საჭირო მონაცემები: 

-Choose the data you want analize-აირჩიეთ იმ უჯრის დასახელება, რომელშიც ჩაწერილია სკრიპტი (ამ სემთხვევაში უჯრის სახელია "mmm"); 

-Choose report type-აირჩიეთ რეპორტის ტიპი: თუ აირჩევთ "Pivot Table-ს" მაშინ მონაცემები ბაზიდან გადმოვა პივოტ ცხრილის ფორმით, ხოლო თუ აირჩევთ "Query Table-ს" მაშინ იმ ფორმით, როგორც ბაზაშია განთავსებული; 

-Choose where you report to be placed-ჩაწერეთ იმ უჯრის მისამართი, რომელი უჯრიდანაც ქვემოთ გადმოიტანს მონაცემებს; 

-"OK" ღილაკზე დაჭერით, ფანჯარა დაიხურება. 

განახლების ბრძანებით (Refresh), ეკრანზე გამოვა შეტყობინება: 

 

 

 

დააჭირეთ ღილაკზე "OK", ეკრანზე გამოვა ახალი დიალოგური ფანჯარა: 

 

 

 

ჩაწერეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკზე "OK". შედეგად Excel-ის სამუშაო ფურცელზე გადმოვა მონაცემები ბაზიდან. ამ შემთხვევაში იმ ფორმით, როგორც ბაზაშია (რადგან "Choose report type"-ში არჩეულია "Query Table"): 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!