სათაური |
აღწერა |
დაჯგუფების პანელზე ხდება დაჯგუფებული სვეტების განლაგება. დაჯგუფების პანელის გამოჩენა ხდება სვეტის კონტექსტური მენიუს "დაჯგუფების პანელის გაჩენა" ბრძანების გამოყენებით ან სათაურის პანელის ღილაკზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან (ან ცხრილის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან) შემდეგი თანმიმდევრობით: ცხრილის თვისებები-დაჯგუფება-დაჯგუფების პანელი. შედეგად სვეტების სათაურების თავზე გაჩნდება შავი ფერის პანელი (ზოლი), რომლის მარცხენა კუთხეში არის ჩანაწერი: "გადმოათრიეთ და დააგდეთ სვეტი დაჯგუფებისათვის". პირველივე სვეტის გადათრევის შემდეგ ჩანაწერი გაქრება. პანელზე შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის სვეტების გადათრევა, რომლებიც ლაგდება იერარქიულად: დაჯგუფება შესაძლებელია აგრეთვე სვეტის კონტექსტურ მენიუში განთავსებული "დაჯგუფება" ბრძანების გამოყენებით. იმისათვის, რომ ცხრილში გამოჩნდეს დაჯგუფებული სვეტები საჭიროა სათაურის პანელის... დაწვრილებით | |
დაჯგუფების პანელზე სვეტების გადათრევის შემდეგ სვეტის კონტექსტურ მენიუში ემატება ბრძანებები: "ჯგუფის გახსნა" და "ჯგუფის შეკუმშვა", ხოლო ცხრილი ავტომატურად შეიკუმშება: ბრძანებაზე "ჯგუფის გახსნა" დაწკაპებით ყველა შეკუმშული ჯგუფები გაიშლება: გაშლილი ჯგუფების კვლავ შესაკუმშად გამოიყენეთ ბრძანება "ჯგუფის შეკუმშვა". თუ საჭიროა კონკრეტული ჯგუფის გაშლა მაშინ ცხრილში დააჭირეთ -ღილაკზე, ხოლო შესაკუმშად--ღილაკზე. ღილაკების გამოჩენა ხდება სათაურის პანელის ღილაკზე (ან ცხრილის სათაურზე) გამომავალი კონტექსტური მენიუს ღილაკის "ღილაკების გამოჩენა" ჩართვით: | |
სვეტების დაჯგუფების შემდეგ სვეტის სათაურზე გამომავალ კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში ბრძანება "დაჯგუფების" ადგილზე გაჩნდება ბრძანება "დაჯგუფების მოხსნა": მისი გამოყენებით სვეტი გაქრება დაჯგუფების პანელიდან. თუ გვინდა დაჯგუფების პანელის გასუფთავება ერთდროულად ყველა დაჯგუფებული სვეტისაგან, მაშინ უნდა დადგეთ დაჯგუფების პანელის ზოლზე და გამოვიყენოთ კონტექსტური მენიუს ბრძანებაზე "დაჯგუფების გასუფთავება". | |
ჯგუფის დაჯამების რედაქტირება არის ცხრილში სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება. იგი მენიუში გამოჩნდება, მხოლოდ დაჯგუფების შემდეგ. მისი დახმარებით ხდება ჯგუფის დაჯამების დარედაქტირება ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის დაჯგუფებული სვეტის სათაურის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება „ჯგუფის დაჯამების რედაქტირება“: პირველ გვერდზე „სვეტები“ განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი „რაოდენობა“ (Count), რომელიც ავტომატურად ჩართულია. მისი ჩართვის შემდეგ თითოეულ დაჯგუფებულ სტრიქონზე გამოჩნდება ჩანაწერების რაოდენობის მაჩვენებელი ჩანაწერი (მაგ. Count=1), გამორთვის შემთხვევაში-ჩანაწერი არ გამოჩნდება . ქვემოთ განთავსებული არის სვეტების ჩამონათვალი, რომლებზეც შეიძლება ჩავრთოთ ან გამოვრთოთ მაჯამებელი მონაცემები ღილაკი ჩამრთველების (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო, ჯამი) საშუალებით. მაგალითად, თუ სვეტს „თანხა (ლ)“ ჩავურთავთ... დაწვრილებით |