დაჯგუფების პანელზე ხდება დაჯგუფებული სვეტების განლაგება. დაჯგუფების პანელის გამოჩენა ხდება სვეტის კონტექსტური მენიუს "დაჯგუფების პანელის გაჩენა" ბრძანების გამოყენებით ან სათაურის პანელის ღილაკზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან (ან ცხრილის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან) შემდეგი თანმიმდევრობით: ცხრილის თვისებები-დაჯგუფება-დაჯგუფების პანელი. შედეგად სვეტების სათაურების თავზე გაჩნდება შავი ფერის პანელი (ზოლი), რომლის მარცხენა კუთხეში არის ჩანაწერი: "გადმოათრიეთ და დააგდეთ სვეტი დაჯგუფებისათვის". პირველივე სვეტის გადათრევის შემდეგ ჩანაწერი გაქრება. პანელზე შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის სვეტების გადათრევა, რომლებიც ლაგდება იერარქიულად:
დაჯგუფება შესაძლებელია აგრეთვე სვეტის კონტექსტურ მენიუში განთავსებული "დაჯგუფება" ბრძანების გამოყენებით. იმისათვის, რომ ცხრილში გამოჩნდეს დაჯგუფებული სვეტები საჭიროა სათაურის პანელის ღილაკზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან ჩართოთ ღილაკი "დაჯგუფებული სვეტის გამოჩენა" (ცხრილის თვისებები-დაჯგუფება-დაჯგუფებული სვეტის გამოჩენა).
დაჯგუფების პანელის გამოჩენის შემდეგ სვეტის კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში (ასევე დაჯგუფების პანელზე გამომავალ კონტექსტურ მენიუში) გაჩნდება ბრძანება "დაჯგუფების პანელის დამალვა". მისი გამოყენებით დაჯგუფების პანელი გაქრება ეკრანიდან. იგივე შედეგი მიიღწევა სათაურის პანელის ღილაკზე გამომავალი კონტექსტური მენიუდან ღილაკის "დაჯგუფების პანელი" ამორთვით.
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|