You are here: მაგიდის მენიუ > საქონლის დამატება
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
საქონლის დამატება

"საქონლის დამატება"-წარმოადგენს მაგიდის მენიუს ბრძანებას, მისი დანიშნულებაა კლიენტისათვის განკუთვნილ მაგიდაზე, მის მიერ შეკვეთილი საქონლის დამატება. ბრძანება განთავსებულია ეკრანის ზედა მარცხენა ნაწილში. 

 

აღნიშნულ ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ინფორმაცია: 

 

ფორმა შედგება სამი ჩანართისგან:

  • კატეგორია-ჩანართი წარმოდგენილია ცხრილის სახით, ცხრილში განთავსებულია ინფორმაცია საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია "Apex ERP"-სთან (ცნობარები=>საქონელი=>კატეგორიები), თუ დავაფიქსირებთ სტრიქონს "ყველა", დასახელების ჩანართში გამოჩნდება საქონლის სრული სია, ხოლო თუ ავირჩევთ რომელიმე კონკრეტულ კატეგორიას, მაშინ გაფილტვრა მოხდება მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალი საქონლის დასახელებების.
  • დასახელება-ჩანართი წარმოდგენილია ცხრილის სახით, ცხრილში განთავსებულია ინფორმაცია საქონლის დასახელების მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია "Apex ERP"-სთან (ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი). საქონლის დასახელებაზე დაჭერით ხდება საქონლის დამატება მაგიდაზე .
  • საქონელი-ჩანართი წარმოდგენილია ცხრილის სახით, ცხრილში ინფორმაცია თავს იყრის დამატებული საქონლის შესაბამისად. ჩანართი შედგება სამი სვეტისაგან საქონლის დასახელება, რაოდენობა და ფასი. საქონელის დასახელებაზე ერთხელ დაჭერით საქონლის რაოდენობის ველში ავტომატურად ეთითება ერთი.
საქონლის დასახელებაზე ან ფორმაში უკვე დამატებულ საქონელზე ორჯერ დაჭერით, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა: 

 

 

 

საქონლის დამატების შემდეგ, ფანჯარა საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ საქონლის რაოდენობა, საქონელს მივანიჭოთ პრიორიტეტი და საქონელს დავურთოთ დამატებით კომენტარი.

  • რაოდენობა-სვეტი განკუთვნილია საქონლის რაოდენობის მისათითებლად, ღილაკით ხდება საქონლის რაოდენობის დამატება, ხოლო ღილაკით მითითებული რაოდენობის შემცირება. ფანჯარა არ მოგცემთ საშუალებას, რომ რაოდენობა იყოს ერთზე ნაკლები, თუ გსურთ საქონლის რაოდენობის განულება გამოიყენეთ ბრძანება საქონლის წაშლა;
  • საქონლის რაოდენობა-საქონლის არსებული რაოდენობა შეგვიძლია შევცვალოთ, ღილაკებზე მითითებული რაოდენობის მიხედვით (+2 საქონლის არსებული რაოდენობა იზრდება ორი ერთეულით; +5 საქონლის არსებული რაოდენობა იზრდება ხუთი ერთეულით; -2 საქონლის რაოდენობა მცირდება ორი ერთეულით ; -5 საქონლის რაოდენობა მცირდება ხუთი ერთეულით; 0,5-ის დამატება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქონელს მითითებული აქვს დაშლა "Apex ERP" ცნობარები=>რეგისტრირებული საქონელი);
  • პრიორიტეტი-ენიჭება საქონელს იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს სურს მაგიდასთან საქონლის მიტანა, დროის სახვადასხვა შუალედში (გამოიყენება ფანჯარაში განლაგებული ციფრების ღილაკები);
  • კომენტარი-ბრძანების გამოყენებით ჩამოიშლება კომენტარის სვეტი და მისი სახელწოდება გარდაიქმნება "კომენტარის დახურვა" ბრძანებად, კომენტარის სვეტი ივსება, მომხმარებლის სურვილის გათვალიწინებით (მაგ: წვენი-კომენტარის ველში შეგვიძლია მივუთითოთ ყინულით ან უყინულოდ, შესაბამისად აღნიშნული კომენტარი დაფიქსირდება ბარისთვის განკუთვნილ ამონაბეჭდზე).
საქონლის შეკვეთაში დასამატებლად აუცილებელია "OK" ან "Enter" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!