"რაოდენობის რედაქტირება/ულუფის გაუქმება"-მაგიდის მენიუში ბრძანება "რაოდენობის რედაქტირება" ფერმკრთალი ფერით არის წარმოდგენილი, შესაბამისად ბრძანება არ არის აქტიური. მაგიდაზე საქონლის დამატების შედეგად ბრძანება აქტიურდება შეკვეთის ბარში ან სამზარეულოში გადაცემამდე, ხოლო შეკვეთის გადაცემის შემდეგ კი გარდაიქმნება ბრძანებად "ულუფის გაუქმება".
"რაოდენობის რედაქტირება"-აქტიურ მაგიდაზე შესაძლებელია მომხმარებლის მიერ შეკვეთილი საქონლის რაოდენობის რედაქტირება, თუ შეკვეთა ჯერ არ არის გადაცემული შესასრულებლად. ვაფიქსირებთ საქონელს და ვაწკაპებთ ბრძანებაზე "საქონლის რედაქტირება", შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა:
რაოდენობის რედაქტირების შემდეგ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის შეკვეთის გადაცემას ბარში ან სამზრეულოში (ბრძანებით ბეჭდვა ავტომატურად გადაეცემა ამონაბეჭდი შესაბამის განყოფილებას).
"ულუფის გაუქმება"-მენიუში ბრძანება აქტიურდება, შეკვეთის ბარში ან სამზარეულოში გადაცემის შემდეგ. ვაფიქსირებთ საქონელს და ვაწკაპებთ ბრძანებაზე"ულუფის გაუქმება", შედეგად ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა:
როდესაც საქონლის რაოდენობაში მითითებული რაოდენობა აღემატება ერთს, ბრძანებით შესაძლებელია, როგორც ულუფის გაუქმება ასევე მითითებული რაოდენობის შემცირება (მაგ: თუ საქონლის რაოდენობაში მითითებულია 5 ცალი და გვსურს შევამციროთ რაოდენობა 2-ით მაშინ გასაუქმებელ რაოდენობაში უნდა მივუთითოთ 3).
*შენიშვნა-ულუფის გაუქმების ბრძანება საქონლის რაოდენობის გაზრდის საშუალებას არ იძლევა.
შეკვეთაში განხორციელებული ცვლილების დასაფიქსირებლად, აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას.
ულუფის გაუქმების შემდეგ, აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის შეკვეთის განმეორებით გადაცემას ბარში ან სამზარეულოში (ბრძანებით ბეჭდვა ავტომატურად გადაეცემა ამონაბეჭდი შესაბამის განყოფილებას).
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|