"მაგიდის გადატანა"-ბრძანების დახმარებით შესაძლებელია აქტიური მაგიდა, რომელზეც განხორციელებულია შეკვეთა, გადავიტანოთ სხვა მაგიდაზე (მაგ: ამინდის გაუარესების გამო, კლიენტმა ტერასიდან მოისურვა დარბაზში არსებულ თავისუფალ მაგიდაზე გადასვლა, შესაბამისად გაურკვევლობა, რომ არ წარმოშვას და არ დაგვჭირდეს აქტიური მაგიდის გაუქმება და ახალ მაგიდაზე შეკვეთის ახლიდან შესრულება, ბრძანება უზრუნველყოფს არსებული შეკვეთის სრულად გადატანას).
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "მაგიდის გადატანა":
ჩამონათვალის ღილაკის დახმარებით ვირჩევთ მდებარეობას, იმის მიხედვით, თუ სად გადაგვაქვს აქტიური მაგიდა (მაგ: მაგიდა რომელიც განთავსებულია ტერასაზე, უნდა გადავიტანოთ დარბაზში. შესაბამისად ავირჩევთ დარბაზს).
დარბაზის არჩევის შემდეგ, ფანჯარას დაემატება მაგიდის ასარჩევი სვეტი. ჩამონათვალის ღილაკით ეკრანზე გამოვა, მხოლოდ თავისუფალი მაგიდები, საიდანაც ხდება მაგიდის არჩევა.
ცვლილების განსახორციელებლად, აუცილებელია "OK" ღილაკით დადასტურება (შეკვეთა აისახება გადატანილ მაგიდაზე), ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს ბრძანებას.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|