"მაგიდის არჩევა"-ამოსარჩევი ღილაკის დახმარებით, შესაძლებელია კონკრეტული დარბაზის და შესაბამის დარბაზში განთავსებული მაგიდის არჩევა. თავდაპირველად ვირჩევთ დარბაზს, ხოლო შემდეგ მაგიდას.
ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია დარბაზების შესახებ, კოდის და დასახელების მიხედვით.
დარბაზის არჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ დარბაზში გიწევთ მუშაობა. რომელიმე დარბაზში მაგიდის არჩევის შესაძლებლობა, რომ მოგეცეთ, აუცილებელია დარბაზის დაფიქსირება და "OK" ან "Enter" ღილაკით დადასტურება, ხოლო ღილაკი "Cancel" აუქმებს დარბაზის არჩევას.
დარბაზის არჩევის შემდეგ პროგრამა ინფორმაციას გვაწვდის მაგიდების შესახებ, ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში განლაგებულია გადართვის ბრძანებები ყველა მაგიდა, თავისუფალი მაგიდები, ჩემი მაგიდები. ბრძანების გადართვის დროს მონიტორზე მაგიდები განლაგდება ბრძანებების შინაარსიდან გამომდინარე.
არჩევა ხდება სასურველ მაგიდაზე მაუსის მარცხენა ღილკზე დაჭერით. თავისუფალ მაგიდაზე დაჭერისას გვხვდება სტანდარტული მაგიდის მენიუ, ხოლო აქტიურ მაგიდაზე დაჭერით მაგიდის მენიუ და კლიენტის მიერ შეკვეთილი საქონლის ჩამონათვალი.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|