You are here: მაგიდის მენიუ > გადახდა
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
გადახდა

 

"გადახდა"-ბრძანება აქტიურდება მას შემდეგ, რაც მოცემული შეკვეთა გადაეცემა პირველ ეტაპზე სამზარეულოს და მეორე ეტაპზე დაბეჭდილი იქნება "კლიენტის ჩეკი

გადახდის ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფორმა: 

  • გადასახდელი-სვეტი ივსება ავტომატურად გადასახდელი თანხის მიხედვით;
  • გადახდილი-სვეტი ივსება ავტომატურად (თანხის სვეტში მითითებული რაოდენობიდან გამომდინარე);
  • ხურდა-სვეტი ივსება ავტომატურად (თანხის ველში მითითებული რაოდენობიდან გამომდინარე);
  • თანხა-ვუთითებთ თანხის რაოდენობას, რომელსაც მომხმარებელი გადმოგვცემს;
  • საცალო, იურიდიული პირი, დიპლომატი, დეგუსტაცია (გადართვის ღილაკები-წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავი პარამეტრების ჯგუფს. მათი საშუალებით შესაძლებელია, მხოლოდ ერთი პარამეტრის ჩართვა. ჩართული პარამეტრის შესაბამისი ღილაკი არის მუქი ფერის)-გადართვა ხდება დასახელების შინაარსიდან გამომდინარე.
    • საცალო-გადართვის ღილაკი გულისხმობს ფიზიკური პირის მომსხურებას. საცალოს შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით;
    • იურიდიული პირი-გადართვის ღილკი გულისხმობს იურიდიული პირის მომსახურებას. იურიდიული პირის შემთხვევაში გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი და უნაღდო ანგარისწორებით, ასევე კონსიგნაციით (შემდგომში გადახდის ვალდებულება);
    • დიპლომატი-გადართვის ღილაკი გულისხმობს დიპლომატის მოსახურებას. დიპლომატის შემთხვევაში გადასახდელ თანხას ავტომატურად აკლდება დამატებითი ღირებულების გადასახადი, გადახდა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;
    • დეგუსტაცია-გადართვის ღილაკი გულისხმობს რაიმე პროდუქტის დაგემოვნებას. დეგუსტაციის შემთხვევაში სადეგუსტაციო საქონელი "Apex ERP "-ის ბუღალტერიაში აისახება, როგორც რეალიზაცია.
  • ოპერაციის ტიპი-განისაზღვრება თანხის გადახდის არჩევის შედეგად , პროგრამა გვაძლევს საშუალებას ერთ მომსახურებას მივუთითოთ რამოდენიმე ოპერაციის ტიპი, თანხის გადახდიდან გამომდინერე (მაგ: თუ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 250 ლარი, მომხმარებელმა კი ნაღდი ანგარიშსწორებით განახორციელა გადახდა 50 ლარი, 100 უნაღდო, 100 კონსიგნაცია.);
ოპერაციის ტიპში გვექნება სურათი: 

  • ბეჭდვა-ჩეკზე ფიქსირდება მიმდინარე შეკვეთის შედეგი;
  • გადახდა-ბრძანება აქტიურდება გადახდილი თანხის დაფიქსირების შემდეგ და მასზე დაჭერით ხორციელდება თანხის გადახდა;
  • დასრულება-ბრძანება აქტიურდება გადახდილი თანხის დაფიქსირების შემდეგ და მასზე დაჭერით მუშაობას ვასრულებთ მაგიდასთან (აქტიურ მაგიდას ეცვლება სტატუსი და გარდაიქმნება თავისუფალ მაგიდად);
  • გასვლა-წარმოადგენს სტანდარტულ ბრძანებას და ბრძანებით ხდება ფორმიდან გასვლა.
* შენიშვნა-შეკვეთა, რომელიც დაყოფილი არის ქვეჩეკებად, გადახდის და დასრულების შესაძლებლობა გვაქვს მას შემდეგ, რაც განხორციელდება ყველა ქვეჩეკის გადახდა ანალოგიურად. 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!